კარლისტები
იერსახე
კარლისტები (ესპ. Carlismo) — პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები ესპანეთში, ეყრდნობოდნენ სამღვდელოებას, არისტოკრატიასა და სამხედრო ზედაფენებს. კარლისტები ეწოდათ ესპანეთის ტახტის პრეტენდენტის დონ კარლოს უფროსის სახელისაგან. კარლისტებმა XIX საუკუნის 30-70-იან წლებში გააჩაღეს კარლისტური ომები. შემდგომში ე.წ. ტრადიციონალისტური მოძრაოპბის ფორმით მხარს უჭერდნენ რეაქციულ ძალებს. მონაწილეობდნენ 1936 წლის 18-19 ივლისის ფაშისტურ ამბოხებაში, თანამშრომლობდნენ ფრანსისკო ფრანკოსთან, ზოგიერთი მხარს უჭერდა ესპანეთის მომავალ მეფეს ხუან კარლოსს, რომელიც 1969 წელს ფრანკოს წინადადებით მის მემკვიდრედ დაამტკიცეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 408.