კარლბერგის სამხედრო აკადემია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კარლბერგის სამხედრო აკადემია (შვედ Militärhögskolan Karlberg) — შვედეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, დაარსებიდან დღემდე სტოკჰოლმის ჩრდილოეთით, კარლბერგის სასახლეშია განლაგებული.
აკადემიაში სამწლიანი მომზადებიის კურსს გადიან კადეტები, ფლოტში, ჯარში ან შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში ლეინტენანტის წოდების მსურველი ოფიცრები. 2007 წელს აკადემიაში 150 ადამიანი მუშაობდა, რომლებიც ყოველწლიურად 300 ოფიცერს უშვებდნენ. დაწესებულების სამხედრო თავისებურების მიუხედავად, სასახლე და პარკი ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენენ და დამთვალიერებელთათვის ორივე ღიაა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე გუსტავ III გარდაცვალების შემდეგ 1792 წელს ფორმირების სტადიაში მყოფმა აკადემიამ საზაფხულო რეზიდენცია - სასახლე კარლსბერგი დაიკავა. ოფიცრებს პირველი გაკვეთილები იმავე წლის ნოემბერში დაეწყოთ. გუსტავ IV ადოლფის რეგენტობის დროს აკადემია გაფართოვდა. 1867 წლამდე არმიისა და ფლოტის კადეტები ერთად გადიოდნენ სწავლებას, შემდეგ გაიყვნენ; 1999 წელს ისევ შეერთდა ფაკულტეტები, ხოლო 2003 წელს სამხედრო-საჰაერო ძალებიც დაემატა.