კარკინიტის ყურე
იერსახე
| კარკინიტის ყურე | |
|---|---|
| კარკინიტის ყურე | |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | ატლანტის ოკეანე |
| საშუალო სიღრმე | 10 მ |
| უდიდესი სიღრმე | 36 მ |
კარკინიტის ყურე (უკრ. Каркінітська затока) — ყურე შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან. ხმელეთში შეჭრილია 118,5 კმ-ზე. სიღრმე დასავლეთ ნაწილში 36 მ, აღმოსავლეთში — 10 მ. მკაცრ ზამთარში იყინება. არის ნავსადგურები: სკადოვსკი და ხორლი. სიახლოვეს არის ქალაქები. სახელი ეწოდა მის სანაპიროზე ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში დაარსებული ბერძნული ქალაქის კარკინიტის სახელის მიხედვით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარკინიტის ყურე — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)