კარკარი (კუნძული)
მშობ. სახელი: ინგლ. Karkar Island | |
---|---|
კუნძულ კარკარის ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 4°39′ ს. გ. 145°58′ ა. გ. / 4.650° ს. გ. 145.967° ა. გ. |
ფართობი | 362 კმ² |
სიგრძე | 25 კმ |
სიგანე | 19 კმ |
უმაღლესი წერტილი |
1839 მ მთა ულუმანი |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | მომასე |
პროვინცია | მადანგი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 65000 |
სიმჭიდროვე | 179,558 ად. /კმ² |
კარკარი (ინგლ. Karkar Island) — ვულკანური კუნძული ბისმარკის ზღვაში, დაახლოებით 30 კმ-ში კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროდან. ადმინისტრაციულად შედის სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის მომასეს რეგიონის მადანგის პროვინციაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ზომებია 25 კმ სიგრძეში და 19 კმ სიგანეში. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — 1839 მეტრი[1] (მთა ულუმანი). კუნძულის ცენტრში მდებარეობს მოქმედი ვულკანი. კუნძულიდან 18 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ბაგაბაგი.
კუნძულის ზედაპირი დაფარულია ანდეზიტური ლავებით. ვულკანის 1974—1975 წლების ამოფრქვევამ ხელი შეუწყო ლავის დიდი რაოდენობით ამოსვლას, რომელმაც დაფარა შიდა კალდერის ფსკერის ფართობის დაახლოებით 70 %. 1979 წლის ამოფრქვევას არ გამოუწვევია დიდი რაოდენობით ლავის ამოსვლა[2].
ნიადაგი — საკმაოდ ნაყოფიერია, აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. მოყავთ ფუფალა, მდოგვი (ლათ. Sinápis), ლაიმი, ქოქოსის პალმა და კაკაო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ევროპელი, რომელმაც 1545 წლის 10 აგვისტოს დაინახა კუნძული კარკარი, იყო ესპანელი ზღვაოსანი ინიგო ორტის რეტესი, როდესაც იგი დიდი აფრიანი გემით San Juan ცდილობდა დაბრუნებულიყო კუნძულ ტიდორედან ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოში[3].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მოსახლეობას შეადგენს დაახლოებით 65 000 ადამიანი, რომლებიც ლაპარაკობენ ენებზე ვასკია და ტაკია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე ფლობს ტოკ-პისინის ენას; სკოლებში ისწავლება ინგლისური ენა. რელიგია მოსახლეობაში უპირატესად ლუთერანული და კათოლიკურია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Global Volcanism Program, Smithsonian Institution.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-06. ციტირების თარიღი: 2014-10-31.
- ↑ Karkar. www.mineral.gov.pg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-07-17.
- ↑ Coello, Francisco «Conflicto hispano-alemán» Boletín de Sociedad Geográfica de Madrid, t.XIX. 2º semestre 1885, Madrid, p.317.