კარიბა ჰეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარიბა ჰეინი
Cariba Heine.jpg
კარიბა ჰეინი
დაბ. თარიღი კარიბა სესილი ჰეინი
1 ოქტომბერი, 1988
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
საქმიანობა მსახიობი
მოცეკვავე
აქტიური 1995-იდან დღემდე

კარიბა სესილი ჰეინი (ინგლ. Cariba Cecilie Heine; დ. 1 ოქტომბერი, 1988, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი და მოცეკვავე. ის ცნობილია რიკი ჩედვიკის როლით თინეიჯერულ სერიალში „H2O უბრალოდ დაამატე წყალი“ და ბრიჯეტის როლით სერიალში „ლურჯი მაღალი წყალი“. კარიბა 3 წლისა იყო როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, ამავე წელს მან ცეკვა დაიწყო ცეკვის აკადემიაში ძმასთან კაილ ჰეინთან ერთად. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანულ პროგრამაში KI.KA.Live-ში. ჰეინი დაიბადა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიშელ და კევინ ჰეინების ოჯახში. დედამისი, მიშელი, მოცეკვავეა, ისევე როგორც კარიბა და მისი ძმა. კარიბა ურთიერთობაში იყო მსახიობ ჯემი ტიმოსთან 2006 წლიდან 2013 წლამდე. ახლა იგი ხვდება კენი ლათსს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]