შინაარსზე გადასვლა

კარიატიდის შადრევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარიატიდის შადრევანი (იტალ. Fontana delle Cariatidi) — შედრავანი რომში, პიაცა დეი კვირიტიზე, პრატის რაიონის ცენტრში. მოედანს სახელი დაერქვა ქალაქ კურესის მცხოვრებლების, კურიტების ან მოგვიანებით კვირიტების მიხედვით, კერძოდ საბინების, რომლებიც რომის მცხოვრებლები და თანადამფუძნებლები გახდნენ. სხვა თეორიის თანახმად, სახელი წარმოდგება ღმერთისგან, რომაული ღვთაებისგან, „კვირინუსი“.[1][2]

შადრევანი აშენდა 1928 წელს მოქანდაკე ატილიო სელვის მიერ და მოიცავს ქალი კარიატიდების ქანდაკებებს.

კარიატიდის შადრევანი მდებარეობს მოედნის ცენტრში. ის აშენდა 1928 წელს მოქანდაკე ატილიო სელვას (ტრიესტი 1888-1970) მიერ. ის დაკვეთილი იყო რომის გუბერნატორის, ლუდოვიკო სპადა ვერალი პოტენციანის მიერ, რომელსაც მუსოლინიმ დაავალა დედაქალაქის მართვა. შადრევნის შექმნა სკანდალურად ჩაითვალა ოთხი შიშველი ქალის ქანდაკების არსებობის გამო. ითვლება, რომ დიზაინი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მუსოლინი აიძულა 1928 წელს გუბერნატორი გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.

სამუშაო შედგება წრიული აუზისგან, რომელიც ოდნავ აწეულია ქუჩის დონიდან. გამოწეული კიდე, რომლის ცენტრიც განთავსებულია დიდ წრიულ საფუძველზე, აქვს ამობურცული ნაპირი, რომელზეც წყალი უფრო სრიალებს, ვიდრე ეცემა. საფუძველი ინარჩუნებს მსხვილ და მოკლე ბალუსტრას, რომელიც ზედა ნაწილში შემკულია ფოთლებისა თუ ფურცლების ბარელიეფით, საიდანაც მოედინება წყალი, ხოლო ქვედა ნახევარში - მცირე ავზების სერიით, რომლებიც განლაგებულია მოაჯირის გარშემოწერილობაზე. ეს უკანასკნელი ინარჩუნებს ფართო, ცენტრალურ, გაშლილ აუზის ფორმას, რომლის ცენტრიც მდებარეობს წრიულ საფუძველზე. საფუძველზე განთავსებულია ოთხი დიდი მჯდომარე შიშველი ქალის ფიგურა, კარიატიდები. ცენტრში წყალი გადმოდის დიდი გირჩიდან.

გახსნა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 1928 წლის 21 აპრილს, მაგრამ გადაიდო 9 მაისამდე. კონტროვერსია მალე ჩაცხრა, რადგან ფაშისტური მთავრობა ზოგადად მხარს უჭერდა შიშველი ქანდაკებების გამოყენებას, რომლებმაც მალე ბევრი ოფიციალური შენობა დაამშვენეს.

წმინდა იოაკიმეს ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედნის ახლოს დგას წმინდა იოაკიმეს ეკლესია, რომელიც 1898 წელს დაასრულა არქიტექტორმა რაფაელე ინგამმა. მისი მიზანი იყო ლეო XIII-ის სამღვდელო და საეპისკოპოსო იუბილეს აღნიშვნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კარიატიდის შადრევანი

  1. Fontana in piazza dei Quiriti / Fontane / Roma medioevale e moderna - Sovrintendenza it-IT. ციტირების თარიღი: 2017-05-24
  2. Roma - Fontana di Piazza Quiriti. ციტირების თარიღი: 2017-05-24