კარიამასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიამასებრნი

ქოჩორა კარიამა (Cariama cristata)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cariamidae (Bonaparte, 1853)
გავრცელება

  ქოჩორა კარიამა
  ბურმეისტერის კარიამა

კარიამასებრნი[1] (ლათ. Cariamidae) — ფრინველთა ოჯახი კარიამასნაირთა რიგისა.[2] სიმაღლეში დაახლოებით 75 სმ-მდე არიან. მათი ფეხები და ბოლო გრძელია. ნისკარტის დასაწყისთან აქვთ ქოჩორი. შეფერილი არიან რუხად ან მურად, აყრია მუქი წინწკლები. გავრცელებული არიან სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში. ცნობილია 2 სახეობა: ქოჩორა კარიამა (Cariama cristata), რომელიც სტეპის რაიონებშია გავრცელებული; და ბურმეისტერის კარიამა (Chunga burmeisteri), რომელიც გამეჩხერებულ ტყეებსა და სავანებში გვხვდება. ბუდეს მიწაზე (ქოჩორა კარიამა) ან ხეზე (ბურმეისტერის კარიამა) აკეთებენ. დედალი დებს 2 კვერცხს; ინკუბაცია 25–26 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან თვალხილულნი, გრძელი ღინღლით დაფარულნი და დიდხანს რჩებიან ბუდეში. ტყვეობაში ადვილად შინაურდებიან და მრავლდებიან კიდეც. იკვებებიან მცირე ზომის ნაყოფებით, მწერებით, ქვეწარმავლებით, შხამიანი გველების ჩათვლით. ნადირობის ობიექტები არიან.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cariamidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. კარიამასებრნი (TSN 176411). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  3. Сериемы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 23 — М., 1976.