კარენ ნაიბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კარენ ლუჯინ ნაიბერგი
Karen nyberg v2.jpg
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1969 (1969-09-07) (51 წლის)
დაბ. ადგილი აშშ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ


კარენ ლუჯენ ნაიბერგი (დ.7 ოქტომბერი, 1969) — ამერიკელი მანქანათმშენებელი და ნასას ყოფილი ასტრონავტი. ნაიბერგი იყო 50-ე ქალი, რომელიც კოსმოსში იმყოფებოდა მისიით 2008 წელს. მან კოსმოსური კარიერა 1991 წელს დაიწყო. 2008 და 2013 წლებში კოსმოსში ჯამში 180 დღე გაატარა (STS-124-ის მისიის სპეციალისტი და Soyuz TMA-09M- ის ფრენის ინჟინერი).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაიბერგმა 1994 წელს დაამთავრა ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტი. მან სწავლა განაგრძო ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში, სადაც ორიენტირებული იყო ადამიანის თერმორეგულაციაზე, ექპერიმენტულ მეტაბოლურ ტესტირებასა და კონტროლზე,აგრეთვე ფოკუსირებული იყო კოსმოსში თერმული ნეიტრალიტეტის გამოკლევაზე. ამ კვლევების შედეგად შექმნილი ნაშრომის საფუძველზე 1998 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო.[1][2].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაიბერგი ნასამ ნასამ ასტრონავტობის კანდიდატად 2000 წლის ივლისში აირჩია. ორ წლის განმავლობაში ტრენინგებისა და განვითარების შემდეგ მან აიმაღლა კვალიფიკაცია, როგორც მისიის სპეციალისტმა და ტექნიკური მოვალეობების განსახორციელებლად სამუშაოდ დაინიშნა ასტრონავტთა ოფისის სამოქმედო ფილიალში შესაბამის თანამდებობაზე. 2006 წლის ივლისში, ნაიბერგმა მონაწილეობა მიიღო NEEMO 10-ში, წყალქვეშა ლაბორატორიაში, სადაც მიმდინარეობდა ზღვის სიღრმეში ტრენინგი და სიმულაციური სწავლება, რომელიც ნასას დაეხმარებოდა მოემზადებინა ასტრონავტები მთვარეზე დასაბრუნებლად და მარსზე მისიების განსახორციელებლად. ნაიბერგი და მისი ეკიპაჟის წევრები შვიდი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ წყალქვეშ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Astronaut Bio: Karen L. Nyberg (April 2007). ციტირების თარიღი: 2007-04-23
  2. Karen Nyberg (2007-03-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-04-23