კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკი

კარელ ჰავლიჩეკ-ბოროვსკი, ჰავლიჩეკ (ფსევდონიმი ჰაველ ბოროვსკი) (დ. 31 ოქტომბერი, 1821, ბოროვი, ახლანდელი ქ. ჰავლიჩკუვბროდის მახლობლად — გ. 29 ივლისი, 1856, პრაღა) — ჩეხი პოეტი, პუბლიცისტი.

ეკუთვნის სატირული ნაწარმოებები: "ტიროლური ელეგიები" (1852, გამოქვეყნდა 1861), "წმინდა ვლადიმერის ნათლობა" (1848-1854, გამოქვეყნდა 1876), "მეფე ლავრა" (1854, გამოქვეყნდა 1870). ჰავლიჩეკ-ბოროვსკის შემოქმედებამ ხელი შეუწყო ჩეხურ ლეტერატურაში რეალიზმის, სამოქალაქო და სატირული პოეზიის განვითარებას, გაახალხურა ჩეხური სალიტერატურო ენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]