კარელიის რესპუბლიკის დროშა
კარელიის რესპუბლიკის დროშა | |
---|---|
![]() ამჟამინდელი დროშა | |
მიღებულია | 16 თებერვალი, 1993 |
პროპორცია | 2:3 |
დროშის ავტორი | ალექსანდრ კინერი |
კარელიის რესპუბლიკის დროშა (რუს. Флаг Республики Карелия) — კარელიის რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო სიმბოლო. ამჟამინდელი დროშა დამტკიცდა 1993 წლის 16 თებერვალს და შეიტანილია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰერალდიკის რეესტრში, მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი 1219. შექმნილია კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშის საფუძველზე.
უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლის ნოემბერში, კარელის ასსრ გაუქმდა და შეიქმნა კარელიის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 1991 წლის 27 ნოემბერს გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა რესპუბლიკის ახალი სახელმწიფო სიმბოლოები — დროშა, გერბი და ჰიმნი. 1992 წლის მაისისათვის სამთავრობო კომისიას განსახილველი ჰქონდა დროშის 60, ხოლო გერბის 20 პროექტი. კომისიამ საბოლოოდ აირჩია ალექსანდრ კინერის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომელიც იყო კარელია-ფინეთის სსრ-ის დროშის ადაპტირებული ვერსია. დროშის პროპორციაა 2 : 3. სიმბოლოს გააჩნია სამი ფერი, ხოლო თითოეულ ფერს აქვს საკუთარი დანიშნულება.
სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მწვანე – ბუნების ფერი, იმედისა და რწმენის გამოსახვა;
- ლურჯი – მდინარეთა და ტბათა ფერი, ნიშნავს დიდებას და სილამაზეს;
- წითელი – ნიშნავს ძლიერებისა და გამბედაობას.