შინაარსზე გადასვლა

კარდიცის ნომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნომი
კარდიცის ნომი
Καρδίτσας
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი Kardítsa
შიდა დაყოფა Karditsa Municipality, Argithea Municipality, Lake Plastiras Municipality, Palamas Municipality, Mouzaki Municipality და Sofades Municipality
კოორდინატები 39°22′00″ ჩ. გ. 21°55′00″ ა. გ. / 39.3666694° ჩ. გ. 21.9166694° ა. გ. / 39.3666694; 21.9166694
დაარსდა 2011
ფართობი 2,636 კმ²
მოსახლეობა 130,214 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 49.4 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 244x0
საავტომობილო კოდი KA
ოფიციალური საიტი karditsa.gr

კარდიცის ნომი (ბერძ. Καρδίτσα) — ნომი საბერძნეთში, თესალიას პერიფერიაში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კარდიცა.

  • მოსახლეობა — 130,214 ადამიანი.
  • ფართობი — 2,636 კმ².

პერიფერიული ერთეული კარდიცა იყოფა 6 მუნიციპალიტეტად.

რუკამუნიციპალიტეტებიYPES კოდიადმინისტრაციული ცენტრისაფოსტო ინდექსისატელეფონო კოდიN.
არგითეა (Αργηθέα)2402ანფირო (Ανθήρο)430 6524450-312
კარდიცა (Καρδίτσα)2409431 0024410-2 до 71
პლასტირასი (Λίμνη Πλαστήρα)2402ანფირო (Ανθήρο)430 6524450-312
მოუზაკი (Μουζάκι)2403მატარანგა (Ματαράγκα)433 0024430-413
პალამასი (Παλαμάς)2414432 0024440-213
სოფადესი (Σοφάδες)2419433 0024430-218

კარდიცას ნომი მდებარეობს საბერძნეთის მატერიკის ცენტრში. კარდიცა ჩრდილოეთით ესაზღვრება ტრიკალას ნომს, აღმოსავლეთით ლარისას, სამხრეთ-აღმოსავლეთით ფტიოტიდას, სამხრეთ-დასავლეთით ეტოლია და აკარნანიას და ევრიტანიას და დასავლეთით არტას.მთავარი მდინარეა მეგდოვა სამხრეთში და პენეი ჩრდოლიეთში.

კარდიცას ნომის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი მდებარეობს თესალიის დაბლობზე. ეს ნაწილი ზღვის დონიდან 100 — 150 მეტრ სიმაღლეზეა. დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი მდებარეობს აგრაფას მთებში - პინდოსის სამხრეთ ნაწილში. ის დაფარულია ტყით. ქალაქ კარდიციდან 50 კმ-ში მდებარეობს ტბა პლასტირა.

კარდიცას ნომი სხვადასხვა დროს იყო მაკედონიის სამეფოს, რომის იმპერიის, ბიზანტიის იმპერიის და 1400 წლიდან 1881 წლამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

1881 წლიდან თურქების მფლობელობისგან თესალიის განთავისუფლების შემდეგ კარდიცა გახდა საბერძნეთის ნაწილი. რეგიონის ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა ამ პერიოდში განიცდიდა დიდ აღმასვლას.1947 წლამდე იყო ტრიკალა და კარდრიცას ნომის ნაწილი. რეგიონი ძლიერ დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის და საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს, ბევრი შენობა განადგურდა და რეგიონის მცხოვრებლები დარჩნენ საარსებო წყაროს გარეშე. ომის შემდეგ კარდიცას ნომი აღადგინეს, გაჩნდა ელექტროენერგია, ავტოტრანსპორტი. 19701-იან და 1980-იან სოფლებში გამოჩნდა ტელევიზია. ამავე დროს რეგიონის ეკონომიკა შევიდა დეპრესიის ფაზაში, რამაც გამოიწვია მოსახლეობის გადინება და უმუშევრობის მაღალი დონე.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]