შინაარსზე გადასვლა

კარდიოსკლეროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარდიოსკლეროზი (ძვ. ბერძნ. καρδία [kardia] — „გული“ და σκληρός [sklērōsis] — „გამაგრება“) — გულის კუნთის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც კუნთოვანი ქსოვილის ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილი. კარდიოსკლეროზი შეიძლება იყოს დიფუზიური და კეროვანი. კეროვანი კარდიოსკლეროზი ვითარდება გულის კუნთის ინფარქტის შედეგად. კარდიოსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი და ადრეული სიმპტომია ქოშინი (დაავადების დასაწყისში ფიზიკური დატვირთვისას, მოგვიანებით – მოსვენების დროსაც). დაავადების განვითარებასთან ერთად ვლინდება გულის უკმარისობის ნიშნები: აჩქარებული მაჯისცემა, ფეხების შეშუპება, ღვიძლის გადიდება, ფილტვის სისხლმარღვებში სისხლის შეგუბება, ხუთვის შეტევები. კარდიოსკლეროზის ხშირი სიმპტომებია გულის რიტმის დარღვევა (ექსტრასისტოლა, მოციმციმე არითმია და სხვა), შეიძლება განვითარდეს გულის მანკი.

მკურნალობა: გული კუნთის სისხლით მომარაგების გაუმჯობესება (სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებანი, ანტიკოაგულანტები); გულის უკმარისობისა (სტროფანტინი, სათითურას პრეპარატები, შარდმდენი საშუალებანი და სხვ.) და არითმიის (ქინიდინი, ნოვოკაინამიდი და სხვ.) ლიკვიდაცია.