კარდენასის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარდენასის ყურე — კუბა
კარდენასის ყურე
კარდენასის ყურის ადგილმდებარეობა (კუბა).

კარდენასის ყურე (ესპ. Bahía de Cárdenas) — ყურე ატლანტის ოკეანეში, კუბის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 250 კმ². ახასიათებს მცირე სიღრმეები. ვრცელდება კუბის სანაპიროს გასწვრივ, ნიკოლასის სრუტის დასავლეთ ნაწილში, ხოლო ჩრდილოეთიდან ჩაკეტილია იკასოსის ნახევარკუნძულით.[1] ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის მარჯნის რიფები და არქიპელაგი საბანა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ყურეს ესაზღვრება წყალ-ჭაობიანი ტერიტორიები. მთავარი ქალაქია კარდენასი, რომელიც საპორტო მნიშვნელობისაა. ხელოვნური სანავიგაციო არხი კარდენასის ყურეს აკავშირებს ფლორიდის სრუტესთან. განვითარებულია კიბოსნაირების ჭერა. სამხრეთ სანაპიროსთან მოიპოვება ნავთობი.[2]

1898 წლის 11 მაისს ყურე იყო კარდენასის ბრძოლის ადგილი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encarta (Spanish). Bahía de Cárdenas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-31. ციტირების თარიღი: 2007-10-14. (ესპანური)
  2. Gulf base. Bay of Cardenas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-30. ციტირების თარიღი: 2007-10-14.
  3. Albert A. Nofi (1996). The Spanish-American War, 1898. Combined Books. ISBN 0938289578.