კარდანული გადაცემა

კარდანული გადაცემა (სახელწოდება მოდის ჯეროლამო კარდანოს სახელიდან) — მოწყობილობა, რომელიც წამყვანი ლილვიდან ბრუნვას გადასცემს ამყოლ ლილვს (ლილვები ერთმანეთის მიმართ კუთხითაა განლაგებული). ავტომობილებში კარდანულ გადაცემას იყენებენ ძრავასა და გადაცემათა კოლოფის (კუთხე 5°-მდე), გადაცემათა კოლოფისა და მანაწილებელი კოლოფის (კუთხე 5°-მდე), აგრეთვე გადაცემათა კოლოფის (მანაწილებელი კოლოფისა) მთავარი გადაცემის მექანიზმთან (კუთხე 15°-მდე) შესაერთებლად, საჭეურ ამძრავში და სხვა. კარდანული გადაცემის მთავარი ნაწილია ორკარდანიანი (იშვიათად ერთკარდანიანი) კარდანის ლილვი. ღილვებს შორის არსებული კუთხის შესაბამისად კარდანულ გადაცემაში შეიძლება გამოიყენონ ხისტი ან დრეკადი ნახევრად კარდანი, არატოლი კუთხური სიჩქარის ან ტოლი კუთხური სიჩქარის სრული კარდანი. უფრო მეტად გავრცელებულია სრული კარდანები. ერთი კარდანის მქკ-ია 0.985-0.99.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 399.