კარატისჯვარი
იერსახე
| კარატისჯვარი | |
|---|---|
კარატისჯვრის ხედი ბარისახოდან (ცენტრში) | |
| კოორდინატები: 42°29′03″ ჩ. გ. 44°59′21″ ა. გ. / 42.48417° ჩ. გ. 44.98917° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2684 მ |
| ქედი | კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
კარატისჯვარი, კარათისჯვარი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადების — ლიქოკისხევისა და აკუშოსხევის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2684 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა და შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 539.