კარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კარატი — ძველი ბერძნული წონის ერთეული; შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ბერძნულ–რომაული კარატი უდრიდა 0,189 , ეგვიპტური — 0,196 გ. საქართველოში დამკვიდრდა XI–XVII საუკუნეებში კერატის და XVII–XVIII საუკუნეებში ყირათის სახელწოდებით. კერატი შედიოდა დრამის წონით სისტემაში და მისი 112–ს, ანუ 1,212 გ იყო. ყირათი შეადგენდა მისხლის 124-ს, ანუ 0,192 გ.

კარატი არის ასევე ძვირფასი ქვების მასის საზომი. 1907 წელს პარიზის საერთაშორისო კონვენციის განსაზღვრით კარატი უდრის 200 მგ ან 2·10−4 კგ. ზოგ ქვეყანაში აღნიშნავს ასევე ძვირფასი ლითონების შენადნობთა სინჯს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]