კარასეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარასეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორნისში. სოფლიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ეკლესია დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდში ჩრდილოეთით და სამხრეთით დიდი ზომის ნიშებია მოთავსებული, რომლებიც იწყება იატაკის დონიდან.

აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. ეკლესიის კედლების სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევს. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი შეინიშნება.

არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიის ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. ეკლესიაში ორნამენტებით შემკული ხის კარი დევს.

სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან გალავანს სწორკუთხა შესასვლელები აქვს. გალავნის კედლებში გაჭრილია სათოფურები და ნიშები. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. შემორჩენილი კედლები დაბზარულია. მიწის დონე აწეულია. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004