კარაკალას ედიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიუმფალური თაღი ვოლიუბილისში, რომელიც აიგო ედიქტის გამოცემის პატივსაცემად.

კარაკალას ედიქტი, ანტონინეს კონსტიტუცია (ლათ. Constitutio Antoninian) — რომის იმპერატორ კარაკალას მიერ 212 წელს გამოცემული კანონი, რომლის მიხედვითაც რომის მოქალაქეობა მიენიჭა, რომის იმპერიაში მცხოვრებ ყველა ადამიანს. ედიქტის გამოცემის ძირითადი მიზეზი ფისკალური იყო, იმპერატორს სურდა საგადასახო სისტემისათვის დაექვემდებარებინა ყველა ქვეშევრდომი და გაეზარდა სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი, მანამდე ჯარში სამსახური მხოლოდ რომის მოქალაქეებს შეეძლოთ.

212 წლამდე რომის მოქალაქეებად ითვლებოდნენ მხოლოდ იტალიის და რამდენიმე ქალაქის და პროვინციის მცხოვრებნი, დანარჩენები კი ითვლებოდნენ ლათინური სამრთლის პირებად ან პერეგრინებად. მოტივები, რის გამოც იმპერატორმა ეს კანონი გამოსცა მაინც გაურკვეველია, ზოგიერთი ისტორიკოსი ცდილობს დაუკავშირს ეს ამბები გეტასთან უთანხმოებას, მაგრამ ეს აზრი არადამაჯერებელია.

თანამედროვე ისტორიკოსებიდან ედიქტის შესახებ წერს მხოლოდ დიონ კასიუსი. ედიქტი შემონახულია ბერძნულენოვან პაპირუსზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]