კაპუციხის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაპუციხის ქედი
კოორდინატები: 41°53′26″ ჩ. გ. 46°17′38″ ა. გ. / 41.89056° ჩ. გ. 46.29389° ა. გ. / 41.89056; 46.29389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი კაპუციხი
სიმაღლე 2176 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
კაპუციხის ქედი — საქართველო
კაპუციხის ქედი
კაპუციხის ქედი — კახეთის მხარე
კაპუციხის ქედი

კაპუციხის ქედიქედი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ შტოქედს, მდინარეებისშრომისხევისა და ნინოსხევის წყალგამყოფს. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. იწყება ზღვის დონიდან 2720 მ სიმაღლეზე და სამხრეთით ეშვება ალაზნის ვაკეზე. ქედზე აღმართულია მთა კაპუციხი (2176 მ) და 2262 მ სიმაღლის უსახელო მთა. ქედის კალთები ციცაბოა, სუსტად დანაწევრებული. ქედის თხემი სუბალპური და ალპური ბალახეულითაა შემოსილი, კალთები — ფართოფოთლოვანი (უმთავრესად წიფლის) ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]