კაპტოლი (ზაგრები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კაპტოლი
კაპტოლი

კაპტოლი (ხორ. kaptol) — ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების ისტორიული ნაწილი. კაპტოლში მდებარეობს რომის კათოლიკური ეკლესიის ხორვატიის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპტოლის როგორც აღმოსავლეთ ფერდობზე დასახლების არსებობა დასტურდება 1094 წელს ლასლო I–ის მიერ ზაგრების საეპისკოპოსოს დაარსებაში. ეპისკოპოსის რეზიდენცია და კათედრალი იყო კაპტოლში. იპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ ის პირველად 1198 წელს მოიხსენება. კაპტოლის ქუჩზე განთავსებული იყო კანონიკური საბჭოს (ლათ. capitulum) წევრების რეზიდენციები, საიდანაც მომდინარობს მისი სახელი. დასახლებას საბჭოს წევრები – (კანონები) განაგებდნენ.

კათედრალი 1217 წელს ეკურთხა. კათედრალი 1242 წელს მონღოლების შემოსევის დროს მძიმედ დაზიანდა და 1263 მოხდა მისი აღდგენა. კაპტოლს, როგორც დასახლება არასიმეტრიული მართკუთხედის ფორმა ჰქონდა. მას ჰქონდა სამხრეთის შესასვლელი ბაკაჩევას ქუჩიდან და ჩრდილოეთით დღევანდელი კაპტოლის სკოლასთან სრულდებოდა.

შუა საუკუნეებში კაპტოლს არ ჰქონდა თავდაცვითი ნაგებობები. ის მხოლოდ ხის ხობით იყო შემოსაზღვრული. კაპტოლის გარშემო ქვის კედელი და კოშკი 1469–1473 წლებში აშენდა. 1512–1520 წლებში თურქების შემოსევის შიშით აგებული კოშკები და გალავანი დღემდეა შემორჩენილი.

XIII საუკუნეში კაპტოლში აშენდა ორი გოტიკური ტიპის ეკლესია: წმინდა ფრანცისკეს სახელობის ფრანცისკანული მონასტრით და წმინდა მარიამის სახელობის. 1334 წელს კანონებმა საკუთარი ყმებისთვის კაპტოლის ჩრდილოეთით შექმნეს ახალი სოფელი (Nova Ves), საიდანაც წარმოიქმნა შემდგომში უბანი ნოვა–ვესი, ხოლო დღეისთვის წარმოადგენს ქუჩა ნოვა–ვესს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]