კაპიტანი ფებუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფებუსი ესმერალდასთან ერთად, 1837 წლის ილუსტრაცია

კაპიტანი ფებუს დე შატოპერი (ფრანგ. Phœbus de Châteaupers) — გამოგონილი გმირი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. იგი არის მეფის მეისრეების კაპიტანი. ფებუსის სახელი უკავშირდება ბერძნული მითოლოგიის მზის ღმერთ აპოლონის სახელს (რომელსაც ფებოსსაც უწოდებდნენ), რომელსაც ჰგავდა ფებუსი გარეგნობითა და მოისრობაში.

რომანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში ფებუსი არის ანტაგონისტი პერსონაჟი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო დიდგვაროვანი და პირმშვენიერი, იმავდროულად იგი წარმოჩინებულია, როგორც ქედმარალი, მიუნდობელი და მექალთანე. იგი გადაარჩენს ესმერალდას კვაზიმოდოსგან. ესმერალდას კი იგი შეუყვარდება. თუმცა, ფებუსს ქალი არ შეუყვარდება, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის ესმერალდა შეეცდინა. იმ ღამით, როცა ესმერალდა და ფებუსი ერთმანეთს შეხვდებიან, შურიანი კლოდ ფროლო უკნიდან ხანჯლის ჩარტყმით დაჭრის ფებუსს და გაიქცევა, თავს დაირწმუნებს რა, რომ იგი მოკვდა. ფროლოს მოლოდინის საწინააღმდეგოდ ფებუსი გამოჯანმრთელდება და მისი მოკვლის მცდელობა ესმერალდას დაბრალდება. ფებუსს შეეძლო მისი დაცვა სასიკვდილო განაჩენისგან და მისი უდანაშაულობის დამტკიცება, მაგრამ მან დუმილი ამჯობინა. რომანის დასასრულს იგი დაინიშნება ფლორ-დე-ლისზე და სინანულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე უყურებს ესმერალდას სიკვდილით დასჯას. დასასრულს კი, ჰიუგო შენიშნავს, რომ ფებუსი იტანჯება ფლორ-დე-ლისზე ქორწინებისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]