კაპადოკიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცირე აზია ძვ. წ I საუკუნე
„მტრედების ხეობა“ უხჩისართან

კაპადოკია („შესანიშნავი ცხენების ქვეყანა“ — ბერძ. Καππαδοκία; სომხ. Գամիրք; სპარს. کاپادوکیه; ლათ. Cappadocia; თურქ. Kapadokya) — აღმოსავლეთ ანატოლიის ისტორიული სახელი, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. იგი ხმარებაში ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში შევიდა და დღემდე გამოიყენება. მკაფიო პოლიტიკური საზღვრები არ გააჩნია, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა.

კაპადოკიის ისტორია მოიცავს ძალიან დიდ პერიოდს. სხვა ანატოლიურ რაიონებთან ერთად კაპადოკია შედის იმ ადგილების რიცხვში, სადაც აღმოჩენილია ადამიანური ცივილიზაციის უძველესი ძეგლები. დაახლოებით ძვ. წ. XVIII საუკუნე გაეკუთვნება პერიოდს როდესაც ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ ხეთები. შემდგომ საუკუნეებში კაპადოკიის მიწა გადადიოდა მიდიელებიდან სპარსელებისა თუ ალექსანდრე მაკედონელის ხელში. I საუკუნეში კაპადოკია რომის იმპერიის პროვინცია გახდა, მოგვიანებით კი გადავიდა ბიზანტიის ხელში. XI საუკუნის დასაწყისიდან ტერიტორიის სელჯუკებით დასახლება დაიწყო, ხოლო შემდგომ ოსმალებით. დღევანდელ დროში რეგიონი თურქეთის ნაწილია.

ძირითადი თარიღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხასან-დაგის ვულკანი. ამ ვუკანის გამოსახულება აღმოჩენილია ფრესკაზე ჩათალჰოიუქში, რომელიც განეკუთვნებოდა ძვ. წ. 6200 წელს. წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს პეიზაჟს ხელოვნებაში

კაპადოკიის ისტორია თავისი ფესვებით ღრმად იჭრება უძველეს დროში. ანატოლიის შემადგენლობაში ის იყო ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი ადამიანის ცივილიზაციისა. კაბადოკიიდან მოშორებით, ხასან-დაგის ვულკანიდან 140 კმ-ში, მდებარეობს პოპულარული ნეოლითის ხანის ქალაქი ჩათალჰოიუქი, რომელიც გამოჩნდა დაახლოებით ძვ. წ. 7500 წელს და ითვლება ადამიანის ერთ-ერთ პირველ სამყოფელად. შესაძლებელია, რომ კაპადოკიის ტერიტორიის დასახლება დაიწყო ოდნავ უფრო გვიან. უკვე 5000 — 4000 წლისათვის კაპადოკიაში იქმნება მცირე ქალაქ-სახელმწიფოები. 2300 წელს აღინიშნება, რომ ზიპანი, კაპადოკიისა და ქანესის მმართველი, ანატოლიის 17 მეფეს შორის ერთ-ერთი, გაემართა აქადის მეფის ნარამსუენის წინააღმდეგ და გახდა ასეთი სახის პირველი კავშირი. იმ დროის მთავარი ქალაქი იყო პურუსხანდა.

ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. XXIV საუკუნეში კაპადოკიაში ასურელი ვაჭრების თხოვნით, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ ადგილობრივ მმართველობასთან, განხორციელდა სამხედრო ექსპედიცია სარგონ აქადელის მიერ. მიუხედავად ამისა ომების ზუსტი განხილვა ასეთი უძველესი დროიდან შემორჩენილი მონაცემების მიხედვით რთულია:

ხეთების ქალღმერთი დედა ძვ. წ. XV—XIII საუკუნეები მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)

არსებობს ლეგენდა, (შენახული ძვ. წ. II ეპიკური ასწლეულიდან „ბრძოლის მეფე“), მოხეტიალე აღმოსავლეთ სემიტური სარგონის ვაჭრებისა და მცირე აზიის მებრძოლების შთაგონების შესახებ (პურუსხანდუს ქალაქში) რომლებიც, იყვნენ მეფე და გმირი ნურდაგალიას ან ნურ-დაგანას წინააღმდეგ, თუმცა არქეოლოგიური მონაცემები არ ამტკიცებენ ამგვარად ძველ შეჭრას აკადის ვაჭრების მიერ მცირე აზიის ნახევარკუნძულზე; როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ ლეგენდაში შერეულია სარგონ ქადაგელი, მეფე აკადა, მისი შვილიშვილი ნარამსუენი ქალაქ აშურის მეფესთან სარგონ Iთან ერთად მდინარე ტიგროსზე, მის შვილიშვილთან ნარამ სინთან, მცხოვრები ოთხასი წლის წინათ. განსხვავდება ეპოსის სიუჟეტური საფუძველი — თვითონ სარგონ აკადსის მცირე აზიის მთებში გამგზავრება — რა თქმა უნდა უძველესია. აქვე შეიძლება დავუკავშიროთ ის ეპოსის ნაწილი, როგორიცაა სარგონის მებრძოლთა მნიშვნელოვანი კითხვების განხილვები; ალბათ ესეც უტყუარი ისტორიული კვეთაა[5].

საქმიანი დოკუმენტების თიხის ფილები ბასოლისებრი დამწერლობით შესრულებული, აღმოჩენილია არქეოლოგების მიერ კაპადოკიაში (ძველასურული არქივი, ქანესის კოლონია), რომლებიც ამტკიცებენ იმას, რომ ეს ასურელი მოსახლეობა ჩრდილო-დასავლეთ ტავრიდან არა მხოლოდ გადარჩნენ არამედ ვითარდებოდნენ კიდეც.

ძვ. წ 2000 წელს ასურელების ზეგავლენა ანატოლიაზე თვალნათლივი გახდა, მაშინ როდესაც მათ დააარსეს სავაჭრო კოლონია-ფაქტორიები რეგიონში, სახელწოდებით „კარუმი“. მათ შორის ცენტრალური და მეტად ცნობილი გახდა ქიულთეფე კარუმი კანესის ციხესთან. ხეთური სამეფოს შექმნამდე ცოტა ხნით ასურელი ვაჭრების გაყიდვის მთვარი საგანი სპილენძი იყო[6], რადგანაც ანატოლიის მთათა სისტემა მდიდარი იყო მეტალის ნივთიერებებით. ეს სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებდნენ ანატოლიელებსა და ასურელებს დაახლოებით საუკუნე ნახევრის მანძილზე და შეჩერებული იყო 1850 — 1800 წლებში ადგილობრივ სამეფოთა შორის ბრძოლების შედეგად. ამ პერიოდიდან შემონახულია დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებენ ფართო ტრანსნაციონალურ ცვლილებებს[7].

ხეთების პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხეთების სამეფო

ამ პერიოდის რეგიონის ისტორიის შესახებ ცნობები გამოირჩევა ბევრი საიმედო მტკიცებულებებით. ქვეყნის ძველი მოქალაქეები საკუთარ თავს ხეთებს უწოდებდნენ. ძვ. წ. III საუკუნის შუა ხანებში ჩრდილო-დასავლეთიდან კაპადოკიაში ინდოევროპელთა ტომების შემოსევები დაიწყო. XVIII — XVII საუკუნესთვის ხათებთან შერევის შედეგად ჩნდება ერი ხეთები, რომლებსაც ეკუთვნით ქვეყნის უძველესი ძეგლები[8]. ქვეყანა ხდება ხეთების იმპერიის ძირითადი ბირთვი.

XVII საუკუნეში მმართველმა ხათუსილი I-მა თავის დედაქალაქად დაასახელა ხათუსა, რომელიც მდინარე ყიზილ-ირმაქზე მდებარეობდა, იგი მისმა შთამომავლებმა მორთეს ტაძრებითა და კლდოვანი საკურთხევლებით (დღევანდელი იაზილიკაია). ხეთების მეფეების არქივი ბოღაზ-ქოი (კაპადოკიური ფირფიტები) აღმოჩენილი იყო 1906 წელს ყიზილ-ირმაქის მდინარეზე მკვლევარ ვინკლემორის მიერ.

ხეთების იმპერიის დაცემის შემდეგ ძვ. წ. XII საუკუნეში კაპადოკიის ტერიტორიამ სახელი მიიღო თუბალების ქვეყანა. იგი განიცდიდა მუდმივ თავდასხმებს ასურელების მხრიდან. ძვ. წ. X — VII საუკუნეები არ წარმოადგენს მნიშვნელოვნად განათებულ პერიოდს ანატოლიის ისტორიის წყაროებში. ასურელი დაპყრობების გამო, ბერძნებმა უწოდეს ასირია ან სირია (მოგვიანებით Λευκόσυροι - თეთრი სირიელები, ანუ კაპადოკიელები) ტერიტორიას სინოპისთან. უძველესი წყაროები ასევე ახსენებენ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ერს მუშქებს, ე.წ. ბიბლიური მესხების შთამომავლები. სინოდური ბიბლიის თარგმანში ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ქალაქ „ტუბაში“ იგულისხმება ზუსტადაც ქვეყანა თუბალეთი.

სპარსული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურეთის დაცემის შემდეგ კაპადოკია მიდიის ბატონობის ქვეშ მოექცა. ამ პერიოდს განეკუთვნება კიმერიელთა ხსენება: ძვ. წ. 672 წელს კიმერიელთა და მიდიელთა ერთობლივი ჯარი თავს დაესხა ასურეთს. ცნობილია მათი წინამძღოლების სახელები — ტეუშპის მეფეები, ლიგდამიდა (ტუგდამე) და შანდაკშარტუ. ასურელი მეფე ასარხადონი დახმარების თხოვნით მიმართავს სკვითებს, რომლებიც იმჟამად შუა აზიაში ცხოვრობდნენ. ძვ. წ. 650 წელს სკვითებმა გამოაძევეს კიმირიელები ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან. კიმერიელთა ტომები რამდენიმე ნაწილად დაყო, რომელთაგან ერთ-ერთმა შეძლო მცირე აზიაში გადასვლა და განმტკიცება მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — კაპადოკიაში — ძვ. წ. 644 წელს შეძლეს ლიდიას დედაქალაქის — სარდისის დაპყრობა. ძვ. წ. 615—565 წლის ომების შემდეგ ლიდიას მეფე ალიატემ გაანადგურა კიმერიელთა ჯარი, მათგან დარჩენილები შეერია მოსახლეობის ნაწილდ, ხოლო ნაწილი გადაინაცვლა დასავლეთ აზიაში, სადაც მოხდა მათი ასიმილაცია[9], ასე მიიჩნევს ჰეროდოტე[10].

ამის შემდეგ ძვ. წ. VI საუკუნეში კაპადოკია ლიდიის სამეფოს ზეგავლენის ქვეშ მოექცა, სანამ უკანასკნელი არ დაეცა, სპარსეთის მეფე კიროს II-ს აჯანყების შედეგად. სპარსეთისა და ლიდიის შორის ბრძოლამდე, ლიდიის მეფე კრეზმა, მიიღო მეტად ცნობილი წინასწარმეტყველება, დელფის წინასწარმეტყველება: „გალის მდინარის გადაკვეთით, კრეზი სახელმწიფოს გაანადგურებს“, გადავიდა მდინარე ყიზილ-ირმაქზე (უზველესი გალისი), იმ დროს სპარსელებზე დამოკიდებულ კაპადოკიაში 546 წლის შემოდგომით შეიჭრა, დააცარიალა ის და აიღო მისი ქალაქები, მაგრამ მოგვიანებით მან დამარცხება განიცადა, კიროსის 14-დღიანი ალყის შემდეგ, ლიდიის დედაქალაქი აიღეს და კრეზი დაატყვევეს. ამის შემდეგ მთელ ანატოლიაში, კაპადოკიის ჩათვლით, ქვეყანა სპარსელების ხელში გადავიდა, რომლებიც აქ მმართველობდნენ ალექსანდრე მაკედონელის მოსვლამდე.

კაპადოკიის სატრაპიის პოლიტიკური მოწყობა სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა აქემენიანთა იმპერიის ნაწილი გახდა. კაპადოკიის ტერიტორია ორ სატრაპიად იყო დაყოფილი: რა თქმა უნდა დიდ კაპადოკიად, რომელიც იკავებდა ცენტრალურ ნაწილს (მთავარი ქალაქი — კაისერი), და მცირე კაპადოკია (პონტოს) შავი ზღვისპირა, (მთავარი ქალაქი — სინოპი)[8]. მოგვიანებით მეორე კაპადოკია კარგავს საკუთარ სახელს.

მხარე ეკუთვნოდა მესამე სახის სახარკო პროვინციებს და წელიწადში იხდიდა 360 ტალანტს. გადასახადები, რომლებიც იგზავნებოდა მეტროპოლიაში, გულისხმობდა ოქროს, ცხვრებს, ჯორებს და ასევე ცნობილ კაპადოკიურ ცხენებს.

სპარსული ომები. რელიეფი იშთარის კარიბჭეს ფილები, ძვ. წ. IV საუკუნეში პერგამონის მუზეუმი. ბერლინი

ხეთების იმპერიის დაცემის დასაწყისიდანვე კაპადოკია ფეოდალური არისტოკრატიის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, ძლიერ ციხეებში ზეწოლის ქვეშ გამოწყვდეული მოსახლეობით, რამაც საბოლოოდ, როგორც წერილობითი ისტორიები გვაცნობებს, გახადა ისინი გასაკვირვად მორჩინი მონები გახადა ისინი უცხოეთში. სპარსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, კაპადოკია ჯერ კიდევ დიდხანს იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობის ქვეშ, მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მთელი მხარის საკუთარი მმართველობის ქვეშ მოქცევა.

სპარსეთის ცნობილი პირველი სატრაპიის სახელ იიყოარიარამნი. იგი დაახლოებით მართავდა დარიოს I-ის მეფობისას. ამის გარდა, ცნობილია, რომ გობრი, ქსერქსე I-ის ნახევარძმა, წინამძღოლობდა კაპადოკიელებს ძვ. წ. 480 წელს (სავარაუდოდ, ლაპარაკი მიმდინარეობს მცირე კაპადოკიის შესახებ) საბერძნეთში შესვლის დროს.

არტაქსერქსე II-ს მმართველობის დროს კაბადოკიის სატრაპია დაყოფილია ორ ნაწილად: შესაბამისად კაპადოკიად და პაფლაგონიად. კაბადოკიის სატრაპი გახდა დატამი, (ოტანას შთამომავალი, სპარსულ ისტორიაში ცნობილი შეთქმულების სულისჩამდგმელის, ჯადოქარ გაუმატას წინააღმდეგ, დარიოს I-ის მმართველობაში მოსულს ძვ. წ. 522 წელს) დატამი მოკლეს წარუმატებელი აჯანყების წამოწყების მცდელობის შემდეგ. ძვ. წ. 362 წელს სატრაპია მემკვიდრეობით მისმა შვილმა არიამნმა მიიღო, ხოლო შემდგომ მისმა შვილიშვილმა არიარატ I-მა. ეს უკანასკნელი უკვე ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში ცხოვრობდა, რომლემაც ბოლო მოუღო სპარსეთის იმპერიას.

წყაროების მიხედვით აქემენიანთა ბოლო კაპადოკიის სატრაპი (სავარაუდოდ, საუბარი ისევ მცირე კაპადოკიის შესახებაა) იყო მიტრობოზანი, რომელიც დაიღუპა მაკედონელების წინააღმდეგ, ძვ. წ. 334 წლის გრანიკუსის ბრძოლაში, მაკედონელების წინააღმდეგ. ხოლო სხვა სატრაპი არიარატი, რომელიც ხელმძღვანელობდა პროვინციას ბერძნების შემოსევებამდე, გადარჩა.

კულტურა და ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდშაფტი გიორემესთან

მაკედონური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მაკედონელი თავისი ლაშქრობებით არ შეეხო კაპადოკიას, თუმცა გაანადგურა მისი მფლობელი სპარსეთი. დარიოს III-ს დამარცხების შემდეგ „დაობლებული“ კაპადოკიის სატრაპი არიატ I დაახლოებით ძვ. წ. 331 წელს გამყარდა ამ ტერიტორიებზე, რითაც მათი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და ასევე ქალაქი გიზიურუ თავის რეზიდენციად გამოაცხადა. ცხადდება, რომ მას დიდი ჯარი ჰყავდა: დაახლოებით ოცდაათი ათასი ქვეითი ადამიანი და თხუთმეტი ათასი ცხენოსანი.

ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, არიარატმა დაიქვემდებარა მთელი სანაპირო სინოპიდან ტრაპიზონამდე, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ პაფლაგონიისა და პონტის კაპადოკიის ფართო რაიონები. თუმცა მაკედონელი დიადოქოსების თვალებში, რომლებიც ყოფდნენ ერთმანეთში დაპყრობილ მიწებს, არიარატი იყო მეამბოხე.

როგორც პლუტარქე წერს, კაპადოკია ისევე როგორც პაფლაგონია და მიწია ევკსინსკური პონტოდან ტრაპიზონამდე, ლოტის საშუალებით მიიღო ევმენმა. გადაწყვეტილი იყო, რომ ლეონატი და ანტიგონ I ცალთვალა დიდი ჯარით საშუალებით იქ მიიყვანდნენ ევმენს და ამ ქვეყნის სატრაპის სახელით დასვამდნენ[11]. მაგრამ მათ შორის კონფლიქტი მოხდა და ევმენი გარბოდა თავისი თანხმლებლებისგან დიადოქოს პერდიკთან, რომელზეც თავიდანვე მოახდინა დიდი გავლენა და გახდა მის მრჩეველთაგან ერთ-ერთი.

„ოდნავ მოგვიანებით ევმენი შეიჭრა კაბადოკიაში ჯარის თანხმლებით, რომელთა წინამძღოლიც თვითონ პერდიკი იყო. მას შემდეგ, რაც არიარატი ტყვედ იყო აყვანილი ქვეყანა მაკედონიის მმართველობის ქვეშ მოექცა, ევმენი კი სატრაპად გამოცხადდა. მან ქალაქები მეგობრებს დაურიგა, დააწესა სადარაჯო რაზმები ამის გარდა თავისი სურვილის მიხედვით დანიშნა მოსამართლეები და მმართველები.“ (პლუტარქე. „შედარებითი ბიოგრაფია. სერტორი და ევმენი“).

ანტიგონ I ცალთვალა

ძვ. წ. 322 წელს, არიარტზე გამარჯვების შემდეგ, ევმენმა ის ტყვედ აიყვანა და აწამა. დამარცხებულის ძმისშვილი, არიარატ II, გაიქცა მეზობელ სომხეთში, ხოლო ქვეყანა გახდა მაკედონიის სატრაპია. ხოლო თვითონ ევმენმა განიცადა დამარცხება ანტიგონისგან, ის აგრძელებდა მასთან ძლიერ ბრძოლას, რომელიც დასრულდა ძვ. წ. 316 წელს ტყვეობითა და წამებით ამ კაბადოკიელი სატრაპისა.

ამავე წლებში ჩნდება პონტოს სამეფო (პონტოს კაპადოკიის), რომლის დამარსებელიც იყო მითრიდატე I, ის საკუთარ თავს ოტმანის შთამომავლად თვლიდა, იყო კაპადოკიის ერთ-ერთი სატრაპის შვილიშვილი და (სავარაუდოა, რომ საუბარი ისევ მცირე კაპადოკიის შესახებ მიმდინარეობს) ასევე მითრიდატეს სახელით იწოდებოდა. მითრიდატე I მსახურობდა ანტიგონთან ერთად, რომელმაც გასცა ბრძანება მისი წამების შესახებ, თუმცა მეგობრების მიერ გაფრთხილებულმა, მან მოასწრო კაპადოკიაში გაქცევა. მანდ ის კიამატის ციხეში აფარებდა თავს, რომელიც ოლგასური მთების ძირში, პაფლაგონიის საზღვარზე მდებარეობდა, იქ ის იწყებს ზღვისპირა მიწების შეგროვებას. ამგვარად შექმნილი პონტის სამეფოს ისტორია კი მჭიდროდ იხლართება მეზობელი კაპადოკიური სამეფოს ისტორიასთა, რომელსაც მმართველობდა არიარტების ნათესავი დინასტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ранович А., Восточные провинции Римской империи в I—III вв. М., — Л., 1949;
  • Голубцова Е. С., Очерки социально-политической истории Малой Азии в I—III вв., М., 1962;
  • Молев Е. В. Властитель Понта. Н.Новгород, 1995.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრაბონი, გეოგრაფია. წიგნი XI
  2. ალექსეი სუკიასიანი// (XI—XIV საუკუნეები) კილიურ-სომხური სახელმწიფოსა და უფლებათა ისტორია
  3. სტეფანენკო // ფილარეტ ვარაჟნუნის სახელმწიფო // ანტიკური სიძველე და შუა საუკუნეები. — სვერდლოვსკი, 1975. 12. — С. 86-103 [1] დაარქივებული 2012-04-09 საიტზე Wayback Machine. архив დაარქივებული 2012-10-12 საიტზე Wayback Machine.
  4. პალესტინური კრებული, გამოშვება № 28 გვერდი 56; — გამომცემლობა სსრკს მეცნიერების აკადემია, 1986 წელი

    После 1071 г. вследствие сельджукской экспансии в Малой Азии большая часть византийских владений в Сирии и Месопотамии оказалась под властью Филарета Варажнуни, в прошлом доместика схол Востока, порвавшего с империей. В 1076 г. Его войска осадили номинально византийскую Эдессу, открывшую ворота полководцу Филарета Василу, сыну Абукаба, ставшего наместником города от имени Варажнуни

  5. История Древнего Востока. Ч. 1. М., 1983. С. 238—239
  6. Манфред Лэеккерт. «Железо»
  7. Археологический музей Кюльтепе в Кайсери (Анталья)
  8. 8.0 8.1 დიდი საბჭოთა ენციკლობედია. კაპადოკია
  9. Андреев А. Р. История Крыма
  10. Б. В. Личман. История России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  11. Плутарх. შედარებითი ბიოგრაფია. სერტორი და ევმენი