კან კიკუჩი
| იაპონ. 菊池 寛 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 26 დეკემბერი, 1888[1] [2] [3] [4] |
|---|---|
| დაბადების ადგილი | ტაკამაცუ |
| გარდაცვალების თარიღი | 6 მარტი, 1948[1] [2] [4] (59 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ტოკიო |
| დასაფლავებულია | ტამის სასაფლაო[5] |
| საქმიანობა | მწერალი[6] , ბიზნესმენი, რომანისტი, დრამატურგი[6] , პოლიტიკოსი, ჟურნალისტი[6] და მთარგმნელი |
| ენა | იაპონური ენა |
| მოქალაქეობა |
იაპონია |
| ალმა-მატერი | კიოტოს უნივერსიტეტი და მეიძის უნივერსიტეტი |
| Magnum opus | „ქალბატონი მარგალიტი“, „მამა ბრუნდება“ |
| პარტნიორ(ებ)ი | კაძუკო კომორი |
კიკუჩი ჰიროში (იაპონ. 菊池 寛, კიკუჩი ჰიროში; დ. 26 დეკემბერი, 1888 — გ. 6 მარტი, 1948), ასევე ცნობილი როგორც კან კიკუჩი (იგივე კანჯით) — იაპონელი მწერალი და გამომცემელი. მან დააარსა საგამომცემლო კომპანია ბუნგეიშუნჯუ, ამავე სახელწოდების ყოველთვიური ჟურნალი, იაპონიის მწერალთა ასოციაცია და ორივე პრემია — აკუტაგავას პრემია და პოპულარული ლიტერატურული პრემია ნაოკის პრემია. იგი ცნობილი გახდა პიესებით „ქალბატონი მარგალიტი“ და „მამა ბრუნდება“, თუმცა იმპერიული იაპონიის აქტიური მხარდაჭერის გამო, ომის შემდგომ პერიოდში იგი მარგინალიზებული იყო.[7] ასევე იყო კინოკომპანია დაიეის (ამჟამად კადოკავა ფიქჩერსი) ხელმძღვანელი. ცნობილი იყო, როგორც მაჯონგის აქტიური მოთამაშე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიკუჩი დაიბადა 1888 წლის 26 დეკემბერს ტაკამაცუში, კაგავის პრეფექტურაში, იაპონიაში.
1904-1905 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, ლიტერატურა იაპონიაში უფრო თანამედროვე გახდა, თუმცა კიკუჩი კლასიკურ სტილს მისდევდა.[8] მას ჰქონდა ფრანგული რეალიზმის გავლენა (მსაგვასდ ბევრი იაპონელი მწერლისა). დასავლეთის ცნობილი და კლასიკური ნამუშევრებიდან, მათ შორის დღიურებიდან და ავტობიოგრაფიებიდან, იაპონელმა მწერლებმა ჩამოაყალიბეს მხატვრული წერის სტილი, რომელიც საბოლოოდ ცნობილი გახდა, როგორც შინკიო-შოსეცუ. ევროპის ქვეყნების დამატებითი მნიშვნელოვანმა გავლენებმა, ასევე ინდოეთისა და ჩინეთის ნამუშევრებმა ხელი შეუწყო თანამედროვე ლიტერატურის შექმნას იაპონიაში. ევროპის ქვეყნების ლიტერატურასთან შედარებით, ახალმა იაპონურმა ლიტერატურამ ვერ მოიპოვა იგივე პოპულარობა; იაპონელი დრამატურგების მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარი ითარგმნა ევროპულ ენებზე.[9] კიკუჩი კანმა ენობრივი ბარიერი და თარგმანის არაზუსტობა დაინახა, როგორც ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.
დრამატურგიული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს, კაორუ ოსანაის ცუკიჯი მცირე თეატრის გახსნიდან ცოტა ხანში, კიკუჩი კანი იაპონიის ყველაზე დიდი დრამატურგი გახდა. კანი საყოველთაოდ იწოდებოდა „დრამატურგად, რომელმაც ირლანდიური პიესები იაპონურ კონტექსტში გადაიტანა“, მათ შორის ჯონ მილინგტონ სინგის შემოქმედებაც. კიოტოს უნივერსიტეტში სწავლისას, კიკუჩი კანს დიდი ინტერესი ჰქონდა თანამედროვე დრამისადმი, განსაკუთრებით ირლანდიური თანამედროვე დრამისადმი. დრამატურგებს შორის, რომლებსაც კანი სწავლობდა, იყვნენ ჯ.მ. სინგსა და ედვარდ პლანკეტს.[10]
კიოტოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კანმა დაწერა დეტალური სტატიები სინგსა და ირლანდიურ პიესებზე ტეიკოკუ-ბუნგაკუსსა (იაპონ. 帝国文学, „იმპერიული ლიტერატურა“) და „აზროვნების ახალი დინებისთვის“. 1925 წელს კანმა ასევე გამოაქვეყნა წიგნი შუჯი იამამოტოსთან ერთად, ეიკოკუ აირან კინდაიგეკი სეიზუი („ინგლისისა და ირლანდიის თანამედროვე პიესების კვინტესენცია“). კანის ინტერესები ირლანდიური დრამისა და ჯ.ს. სინგის მიმართ ასევე იყო ინსპირაცია მისი მომავალი ნამუშევრებისთვის. თავის ჰან-ჯიჯო-დენში (იაპონ. 半自叙伝, „ნახევრად ავტობიოგრაფია“) კანი წერს ირლანდიური დრამის მიმართ თავისი დიდი ინტერესის შესახებ.[11]
თუმცა კიკუჩი კანმა აღიარა დასავლური და იაპონური კულტურების განსხვავებული მახასიათებლები, მან გამოიყენა თავისი იაპონური ფესვები, როგორც მრავალი ნამუშევრის საფუძველი. ამან კი, თავის მხრივ, გამოიწვია კიკუჩი კანის მიერ საკუთარი, თავისთავადი წერის სტილის შექმნა იაპონურ დრამაში. მისი ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარი, კაიანო იანე (იაპონ. 茅の屋根, „ჩალის სახურავი“), წარმოადგენს კიკუჩი კანის საზოგადოებრივი პრობლემების გამოსახვას მისი დროის განმავლობაში, რამაც გაზარდა მისი პოპულარობა თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში. მისი დრამების სხვა თემებია მორალი, ფული, კლასისა და გენდერის საკითხები. კიკუჩი კანი თვლიდა, რომ თანამედროვე თეატრის ბუნება არის, გადაანათოს თანამედროვე საზოგადოების გადახრები და განათავისუფლოს იაპონია ამ ჩვეულებებისგან.[12] საერთო საკითხების მძიმე გავლენამ კიკუჩი კანის ნამუშევრებში მოიპოვა მოწონება კრიტიკოსებისა და დრამატურგების მხრიდან.[13]
დრამის ელემენტები, რომლებსაც კიკუჩი კანი მიიჩნევდა ყველაზე ეფექტურად, არის ერთმოქმედებიანი პიესა და მინიმალური რაოდენობის პერსონაჟების გამოყენება. იგი წერდა:
„ერთმოქმედებიანი პიესა განსხვავდება გრძელი პიესებისგან — სამმოქმედებიანი ან ხუთმოქმედებიანისაგან. უნდა ამოიღოს ყველაზე დრამატული ელემენტები ყველაფრისგან და ეფექტურად მოექცე მას შეზღუდულ დროში.“ |
[14] ამ მოკლე დროის განმავლობაში, კიკუჩი კანი გადმოსცემს თავის მესიჯს ძირითად მოვლენაში ექსპოზიციის საგულდაგულო გამოყენებით. ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მის პერსპექტივაში არის ისტორიების წერასა და პიესების წერას შორის განსხვავების ცოდნა. ამ შეზღუდულ დროში, პიესას უნდა ჰქონდეს ძალა,
„ფიზიკურად მიაჯაჭვოს მაყურებელი თეატრის სკამს, განსხვავებით ისტორიებისგან, რომლებიც მკითხველს ჯიბეში შეუძლია ჩაიდოს.“ |
1914-დან 1924 წლამდე კანმა დაწერა ერთმოქმედებიანი პიესები იმდროინდელი წამყვანი კოტერიული ჟურნალისთვის, „აზროვნების ახალი დინებები“ (შინშიჩო). ჟურნალმა ასევე ხელი შეუწყო ტაისიოს დრამის პოპულარობას.[16] კანი ერთმოქმედებიან პიესებში ფოკუსირებული იყო ერთ დრამატულ მოვლენაზე და პერსონაჟების მოქმედებები ტრიალებდა ამ მოვლენის გარშემო, სწორედ ამით ქმნიდა მეტ სიმძაფრესა და „დრამატული ძალა“ შეზღუდულ დროში.
ცნობილი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„მამა ბრუნდება“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ჩიჩი კაერუ („მამა ბრუნდება“), არის ერთმოქმედებიანი პიესა, რომელიც ძირითადად გამოსახავს მამა-შვილის ურთიერთობის ბრძოლებს. „მამა ბრუნდება“ ხელახლა გამოქვეყნდა 1920 წელს, ჟურნალ „აზროვნების ახალ დინებებში“ 1917 წელს დაბეჭდვის შემდეგ.[17] ამბავი ვითარდება მამასა და შვილს შორის კონფლიქტის გარშემო. უფროსი ძე, კენიჩირო, ზიზღით ეპყრობა თავის მამას, სოტაროს, ოჯახის მიმართ მისი სასტიკი მოქცევისა და მათი მიტოვების გამო. კენიჩიროს სიძულვილმა მამის მიმართ გააძლიერა მისი განზრახვა, მამას მისი არყოფნისას კიდევ მეტად უზრუნველეყო ოჯახი. ერთ ღამეს, დაბრუნების შემდეგ, სოტაროს მიესალმებიან ოჯახის წევრები, მაგრამ კენიჩიროს კონფრონტაცია მასთან საბოლოოდ აიძულებს სოტაროს წასვლას. პიესა მთავრდება კენიჩიროს გულის უეცარი ცვლილებით სოტაროს მიმართ და მისი ოჯახში მიღებით. ფარდა ისე იხურება, რომ შინჯირო, უმცროსი ძმა, სოტაროს დასაბრუნებლად არის წასული, თუმცა ჯერ არ უპოვია მამა. ამ უცნაური დასასრულის გამო გამომცემლებმა თავიდან შეცვალეს ფინალი, მაგრამ მერე დააბრუნეს ძველი ვერსია, რათა ამით ერთგვარად ამბის მთავარი სათქმელი არ დაკარგულიყო.[18]
„ქალბატონი მარგალიტი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შინჯუ ფუჯინმა (იაპონ. 真珠夫人, „ ქალბატონი მარგალიტი“) კან კიკუჩი დიდებისკენ შემოაბრუნა. ეს დრამა ხდება იაპონიაში და ფოკუსირებულია საზოგადოებაში გენდერის თემაზე. მთავარი პერსონაჟი, ქალი, სახელად კარასავა რურიკო (იაპონ. 唐沢瑠璃子) — ბარონის ქალიშვილი, რომელიც იძულებული ხდება, დასთანხმდეს გარიგებით ქორწინებას მდიდარ შოდა კაცუჰეისთან (იაპონ. 荘田勝平), რათა გადაარჩინოს ოჯახი გაკოტრებისგან. რურიკო ქორწინების წინ და შემდეგაც, რჩებოდა ერთგული თავისი გრძნობებისადმი სუგინო ნაოიას (იაპონ. 杉野直也), თავისი პირველი სიყვარულის მიმართ, და გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა თავისი უმანკოება. რურიკოს სექსუალურად წმინდად ყოფნის არჩევანის გამო, კაცუჰეიმ სცადა რურიკოს გაუპატიურება, მაგრამ გარდაიცვალა უეცარი გულის შეტევით. მას შემდეგ რურიკოს სურდა დაეძლია მამაკაცთა დომინირება საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რურიკო ატყუებდა კაცებს და თამაშობდა მათი ემოციებით, რამაც მრავალი მათგანი სიკვდილამდე მიიყვანა. თუმცა, რურიკო საბოლოოდ მოკლეს. სახელი შინჯუ ფუჯინი სიმბოლურად რურიკოს სისუფთავესა და უმანკოებას განასახიერებს — მას არ დაუკარგავს უმანკოება, მიუხედავად სხვადასხვა კაცთან შეხვედრისა. იგი რჩებოდა წმინდა სხეულით, გონებითა და სულით, როგორც მარგალიტი, სანამ თანდათან ძლიერდებოდა თავად. ამბავი ისე ვითარდება, რომ მაყურებელი დააფიქროს რურიკოს მოტივაციაზე და აპოვნინოს „სიმართლე“ მისი ფიქრების უკან. მიჩიკო სუძუკის თქმით, ეს პიესა პოპულარული გახდა ქალ მაყურებლებს შორის, რადგან მათ აძლევდა ძალასა და შესაძლებლობას, განეხორციელებინათ „ქალის განთავისუფლების ფანტაზია“.[19][20]
სუზუკი შემდგომში ამტკიცებს, რომ მრავალი მაყურებელი თვლიდა, თითქოს რურიკო იყო შთაგონებული იანაგიჰარა ბიაკურენით (იაპონ. 柳原白蓮), რომელიც ფართოდ იყო ცნობილი თავისი სილამაზით, ტალანტით პოეზიაში, იმპერატორთან მისი კავშირით და ნახშირის მაღაროს მაგნატ იტო დენემონთან ქორწინებით (იაპონ. 伊藤傳右衞門). სუძუკის თანახმად, თვით ბიაკურენმა ჰკითხა კიკუჩი კანს, ითამაშა თუ არა მან როლი რურიკოს შექმნაში შინჯუ ფუჯინში და კიკუჩიმ დაადასტურა, რომ კავშირი იყო.[21] სუძუკი ასევე აკავშირებს რურიკოს ნემეზისსთან, შურისძიების ქალღმერთთან. სუძუკი ამტკიცებს, რომ, შურისძიების ქალღმერთის მსგავსად, რურიკოს სურდა შურისძიება ქალებისთვის, რომლებიც „კაცების ძალადობისა და ეგოცენტრული სურვილების“ მსხვერპლად იქცნენ.[22]
ლიტერატურული პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიკუჩი კანმა აკუტაგავას პრემია მიუძღვნა რიუნოსუკე აკუტაგავას (იაპონ. 芥川 龍之介) მისი სიკვდილის შემდეგ, 1927 წელს. აკუტაგავას პრემიის კომიტეტი შედგებოდა ბუნგეი შუნჯუშას ახლო მეგობრებისგან.[23] აკუტაგავას პრემია გაიცემოდა ყოველ ექვს თვეში, ახალბედა ავტორებისთვის, ორიგინალური ლიტერატურისთვის (სოსაკუ), რომლებიც გამოქვეყნდა ნებისმიერ გაზეთში ან ჟურნალში. აკუტაგავას პრემიის ლაურეატთა ნაწარმოებები ქვეყნდებოდა ბუნგეი შუნჯუს გამოცემებში. პრემია მოიცავდა ორივეს — საათსა და ფულად ჯილდოს, ხუთასი იაპონური იენას (¥).[24]
კან კიკუჩიმ ასევე დააარსა ნაოკის პრემია, ლიტერატურული ავტორის, სანჯუგო ნაოკის (იაპონ. 直木 三十五) პატივსაცემად, მისი სიკვდილის შემდეგ, 1934 წლის თებერვალში. ნაოკის პრემია გაიცა პოპულარული ლიტერატურის ახალბედა ავტორებზე. პრემირებული ტექსტები იბეჭდებოდა ორუ იომიმონოს (იაპონ. オール讀物) გამოცემებში.
ორი პრემიის მიმღებთა შერჩევის პროცესი არის კომიტეტების მიერ უკვე გამოქვეყნებული ხელნაწერების შერჩევა კოტერიულ და კომერციულ ჟურნალებსა და გაზეთებში. აკუტაგავას პრემიის კომიტეტი 1934 წელს შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: ბუნგეი შუნჯუშა, იამამოტო იუძუ, ჰარუო სატო, ჯუნიჩირო ტანიზაკი, მურო საისეი, კოსაკუ ტაკიი, რიიჩი იოკომიცუ და იასუნარი კავაბატა. კიკუჩი კან, მასაო კუმე და მასაჯირო კოჯიმა იყვნენ როგორც აკუტაგავას, ასევე ნაოკის პრემიის კომიტეტებში.[25]
1938 წელს კიკუჩი კანის პრემია (იაპონ. 菊池寛賞 კიკუჩი კან შო) შეიქმნა თვით კიკუჩი კანის მიერ, რომელიც აღიარებს ავტორთა მიღწევებს. თუმცა, განსხვავებით ნაოკისა და აკუტაგავას პრემიებისგან, კიკუჩი კანის პრემია გაიცემა უფროსი ასაკის ავტორებისთვის, 45 წელს ზემოთ. პრემია მოიცავს ერთი მილიონი იენის ჯილდოსა და მაგიდის საათს. ეს ჯილდო ფინანსდებოდა იაპონური ლიტერატურის პოპულარიზაციის ასოციაციის მიერ ექვსი წლის განმავლობაში, პრემიის გაუქმებამდე. კიკუჩი კანის სიკვდილის შემდეგ პრემია აღადგინეს და ამჟამად გაიცემა ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და სხვა დარგებისთვის. ამ პრემიის მიმღებთა შორისაა ჰაკუჩო მასამუნე და იასუში ინოუე.[26][27]
ომთან დაკავშირებული საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წელს კიკუჩი შეუერთდა პენ ბუტაის (პირდაპირი თარგმანი „კალმის კორპუსი“), სამთავრობო ორგანიზაციას, რომელში შემავალი ავტორებიც მოგზაურობდნენ ფრონტზე ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დროს, რათა დაეწერათ ხელსაყრელად იაპონიის საომარი ძალისხმევის შესახებ ჩინეთში, და გახდა ჯგუფის საზღვაო ფილიალის ხელმძღვანელი.[28][29][30] მოგვიანებით იგი იყო დაკავშირებული ნიჰონ ბუნგაკუ ჰოკოკუკაისთან („იაპონური ლიტერატურის პატრიოტული ასოციაცია“), საკაბინეტო დაზვერვის ბიუროს ქვედანაყოფთან. ომის შემდეგ იგი გათავისუფლდა სახელმწიფო სამსახურიდან, როგორც ომის მხარდამჭერი.[31][32][33]
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კან კიკუჩის გამოქვეყნებული ნაშრომები მოიცავს 512 ნამუშევარს 683 პუბლიკაციაში 7 ენაზე და 2,341 საბიბლიოთეკო ფონდში.[34]
რჩეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოკუჯოს კიოჯინი** (იაპონ. 屋上の狂人) – „სახურავის შეშლილი“
- ჩიჩი კაერუ** (იაპონ. 父帰る) – „მამა ბრუნდება“
- მუმეი საკკა ნო ნიკკი** (იაპონ. 無名作家の日記) — „ანონიმური მწერლის დღიური“
- ონშუ ნო კანატა ნი** (იაპონ. 恩讐の彼方に) — „ან შურისძიების საზღვრის მიღმა“
- შინჯუ ფუჯინი (იაპონ. 真珠夫人) — „ქალბატონი მარგალიტი“
- ტოჯურო ნო კოი იაპონ. (藤十郎の恋) — „ტოჯუროს სიყვარული“
ეკრანიზაციები: ტოჯურო ნო კოი (1938) და ტოჯურო ნო კოი
(1955)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Author's entry at Aozora Bunko (in Japanese)
- Hiroshi Kikuchi's grave
- shinkyo shosetsu
- Madman on the Roof
- კან კიკუჩი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- კან კიკუჩი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 BD Gest’
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
- ↑ Find a Grave — 1996.
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #119037920 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Poulton, M. Cody (2010) A Beggar's Art: Scripting Modernity in Japanese Drama, 1900-1930. University of Hawai'i Press, გვ. 86.
- ↑ Morichini, Giuseppe (1955). „Prewar and Postwar Japanese Fiction: Why the former is little known and why the latter should be better known in the West“. East and West. 6: 138.
- ↑ Morichini, Giuseppe (1955). „Prewar and Postwar Japanese Fiction: Why the former is little known and why the latter should be better known in the West“. East and West. 6: 141.
- ↑ Kojima, Chiaki (2004). „J.M. Synge and Kan Kikuchi: From Irish Drama to Japanese New Drama“. Hungarian Journal of English and American Studies. 10: 99.
- ↑ Morichini, Giuseppe (1955). „Prewar and Postwar Japanese Fiction: Why the former is little known and why the latter should be better known in the West“. East and West. 6: 140.
- ↑ Michiko, Suzuki (2012). „"Shinju fujin," Newspapers, and Celebrity in Taishō Japan“. Japan Review.
- ↑ Poulton, Cody M. (2010). „A Beggar's Art: Scripting Modernity in Japanese Drama“: 87. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ Poulton, Cody M. (2010). „A Beggar's Art: Scripting Modernity in Japanese Drama“: 87. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ Kojima, Chiaki (2004). „J.M. Synge and Kan Kikuchi: From Irish Drama to Japanese New Drama“. Hungarian Journal of English and American Studies. 10: 108.
- ↑ Poulton, Cody M. (2010). „A Beggar's Art: Scripting Modernity in Japanese Drama“: 86. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ Powell, Brian (2002) Japan's Modern Theatre. London: Japan Library, გვ. 24–82. ISBN 1-873410-30-1.
- ↑ Poulton, Cody M. (2010) A Beggar's Art: Scripting Modernity in Japanese Drama, 1900–1930. University of Hawaii Press, გვ. 85–89. ISBN 9780824833411.
- ↑ Michiko, Suzuki (2012) "Shinju fujin," Newspapers, and Celebrity in Taishō Japan. International Research Centre for Japanese Studies, National Institute for the Humanities, გვ. 106–108.
- ↑ Michiko, Suzuki (2012) "Shinju fujin," Newspapers, and Celebrity in Taishō Japan. International Research Centre for Japanese Studies, National Institute for the Humanities, გვ. 106.
- ↑ Michiko, Suzuki (2012) "Shinju fujin," Newspapers, and Celebrity in Taishō Japan. International Research Centre for Japanese Studies, National Institute for the Humanities, გვ. 107.
- ↑ Michiko, Suzuki (2012) "Shinju fujin," Newspapers, and Celebrity in Taishō Japan. International Research Centre for Japanese Studies, National Institute for the Humanities, გვ. 117.
- ↑ Mack, Edward (2004). „Accounting for Taste: The Creation of the Akutagawa and Naoki Prizes for Literature“. Harvard Journal of Asiatic Studies. 64 (2): 299. doi:10.2307/25066744. JSTOR 25066744.
- ↑ Mack, Edward (2004). „Accounting for Taste: The Creation of the Akutagawa and Naoki Prizes for Literature“. Harvard Journal of Asiatic Studies. 64 (2): 300. doi:10.2307/25066744. JSTOR 25066744.
- ↑ Mack, Edward (2010) Manufacturing Modern Japanese Literature: Publishing, Prizes, and the Ascription of Literary Value. United States of America: Duke University Press, გვ. 186.
- ↑ Mack, Edward (2004). „Accounting for Taste: The Creation of the Akutagawa and Naoki Prizes for Literature“. Harvard Journal of Asiatic Studies. 64 (2): 291–340. doi:10.2307/25066744. JSTOR 25066744.
- ↑ Miller, Scott J. (2009) Historical Dictionary of Modern Japanese Literature and Theater. Scarecrow Press, გვ. 52.
- ↑ ペン部隊 ja. ციტირების თარიღი: 24 July 2023
- ↑ (2019) Routledge Handbook of Modern Japanese Literature. Routledge. ISBN 9780367355739.
- ↑ Robertson, Jennifer (2002). „Yoshiya Nobuko: Out and Outspoken in Practice and Prose“, The Human Tradition in Modern Japan. SR Books, გვ. 169. ISBN 9780842029124.
- ↑ (2017) The Politics and Literature Debate in Postwar Japanese Criticism, 1945-52. Lexington Books, გვ. 284. ISBN 9780739180754.
- ↑ 日本文学報国会 ja. ციტირების თარიღი: 24 July 2023
- ↑ 菊池寛 ja. ციტირების თარიღი: 24 July 2023
- ↑ WorldCat Identities დაარქივებული December 30, 2010, საიტზე Wayback Machine. : 菊池寬 1888-1948