შინაარსზე გადასვლა

კანჩიპურამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კანჩიპურამი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 12°49′51″ ჩ. გ. 79°42′28″ ა. გ. / 12.83083° ჩ. გ. 79.70778° ა. გ. / 12.83083; 79.70778
ფართობი 11.72 კმ²
ცენტრის სიმაღლე 88±1 მეტრი
მოსახლეობა 164 384 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 44
საფოსტო ინდექსი 631501
ოფიციალური საიტი http://kanchi.tn.nic.in
კანჩიპურამი — ინდოეთი
კანჩიპურამი

კანჩიპურამი (ასევე ცნობილი როგორც კონჯეევარამი) ― ქალაქი ინდოეთის შტატ ტამილნადუში, ტონდაიმანდალამის რეგიონში, ჩენაიდან 72 კმ-ის დაშორებით. ცნობილია როგორც „ათასი ტაძრის ქალაქი“. გამორჩეულია ტაძრების არქიტექტურით, მრავალსვეტიანი დარბაზებით, ტაძრების დიდი კოშკებითა და აბრეშუმის სარებით. კანჩიპურამის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია და უცხოელი ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი ცენტრია. ქალაქის ფართობი 36.14 კმ²-ია. 2021 წელს მოსახლეობა მიახლოებით 300 000 ადამიანს შეადგენდა.[1] ქალაქი კანჩიპურამის რაიონის ცენტრია.

კანჩიპურამი სანსკრიტული სიტყვაა და ორი ნაწილისგან შედგება: კანჩი და პურამი, რაც შესაბამისად „ბრაჰმას თაყვანისცემას“ და „საცხოვრებელ ადგილს“ ნიშნავს. კანჩიპურამი შედიოდა პალავის, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, გვიანი პანდიას, ვიჯაიანაგარის იმპერიის, კარნატიკის სასულთნოსა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში.[2] ქალაქის ისტორიულ ძეგლებს შორისაა: კაილასანათარის ტაძარი და ვაიკუნტა პერუმალის ტაძარი. ისტორიულად, კანჩიპურამი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა და ცნობილი იყო როგორც „სწავლების ადგილი“ (ghatikasthanam).[3] I-V საუკუნეებში ქალაქი ჯაიანიზმისა და ბუდიზმის რელიგიური საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა.[4]

კანჩიპურამის კოორდინატებია ჩ. გ. 12.8387° და ა. გ. 79.7016°. ქალაქი ჩენაიდან 72 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე პალარის შენაკადის, ვეგავათის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 11.6 კმ²-ია და ზღვის დონიდან 83.2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კანჩიპურამის ირგვლივ ტერიტორია დაბლობებს მოიცავს, ხოლო სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ დაფერდებულია.[5] ნიადაგი მეტწილად თიხისგან შედგება. თიხნარი, თიხა და ქვიშა მშენებლობაში გამოიყენება.[6] ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ვარადარაჯა პერუმალის ტაძრის მშენებლობაში გამოყენებული გრანიტი სივარამის ბორცვებზე მოიპოვეს, რომელიც კანჩიპურამიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. ტერიტორია სეისმური ზონის II რეგიონს მიეკუთვნება და რიხტერის შკალით 6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრებია მოსალოდნელი. კანჩიპურამი ორ დანაყოფს მოიცავს: დიდი კანჩი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შივა კანჩი და ქალაქის დასავლეთ ნაწილს მოიცავს; პატარა კანჩი, რომელსაც ვიშნუ კანჩიც ეწოდება და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავს.[5][7]

შივას ტაძრების დიდი ნაწილი დიდ კანჩიპურამშია, ხოლო ვიშნუს ტაძრების უმრავლესობა ― პატარა კანჩიპურამში.[5]

ქალაქისთვის წყლის მიწოდების მთავარ წყაროს მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს, რომელიც ირიგაციისთვის გამოიყენება. კანჩიპურამის ბლოკს 24 არხი, 2 809 ავზი, 1 878 ჭაბურღილის მილსა და 3 206 ჩვეულებრივ ჭაბურღილს მოიცავს.[8] ტერიტორია მდიდარია სამედიცინო მცენარეებითა და სამედიცინო ღირებულების მქონე ისტორიული წარწერებით.[9]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კანჩიპურამი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი 37.5 °C (99.5 °F) აპრილ-ივლისშია, ხოლო საშუალო მინიმუმი 16 °C (60.8 °F) დეკემბერ-თებერვალში.[10][10] წლის განმავლობაში ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 58-84%-ს შორის მერყეობს.[10] ტენიანობის მაქსიმუმი დილითაა, ხოლო მინიმუმი ― საღამოს. ფარდობითი ტენიანობა მაღალია ნოემბერ-იანვარში, ხოლო ყველაზე დაბალია ― ივნისში.[10]

ჰავის მონაცემები — კანჩიპურამი (ტამილნადუ)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 29.1 31.2 33.4 35.6 38.2 37.2 35.2 34.7 34.1 32.1 29.3 28.5 33.2
საშუალო დაბალი °C 19.2 19.8 22.0 25.4 27.3 27.0 25.9 25.4 24.8 23.7 21.6 19.9 23.5
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 25 6 4 19 59 77 108 173 132 185 209 107 1 104
წყარო: Climate-Data.org[11]
რელიგიური შემადგენლობა
რელიგია პროცენტი(%)
ინდუიზმი
 
93.38%
ისლამი
 
5.24%
ქრისტიანობა
 
0.83%
ჯაინიზმი
 
0.4%
სიქიზმი
 
0.01%
ბუდიზმი
 
0.01%
სხვა
 
0.11%
არარელიგიურები
 
0.01%

VII საუკუნეში მეფე ნარასიმა ვარმას მმართველობის დროს ქალაქის ფართობი 10 კმ² იყო და მოსახლეობა 10 000 ადამიანს შეადგენდა. მომდევნო წლებში მოსახლეობის რაოდენობა 13 000-მდე გაიზარდა.[12]

ჩოლის ხანაში კანჩიპურამი დედაქალაქი არ იყო, მაგრამ მეფეებს ქალაქში სასახლე ჰქონდათ და ქალაქი აღმოსავლეთით გააფართოვეს.[12] ვიჯაიანაგარის ხანაში ქალაქის მოსახლეობა 25 000 ადამიანამდე გაიზარდა.[12] ბრიტანეთის ინდოეთის ხანაში ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.[12] 1901 წელს ბრიტანელების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, კანჩიპურამის მოსახლეობა 46 164 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 44 684 ინდუსი იყო, 1 313 ― მუსლიმი, 49 ― ქრისტიანი, ხოლო 119 ― ჯაინიზმის მიმდევარი.[13]

კანჩიპურამის ეკონომიკაში წამყვანი დარგი აბრეშუმის სარის დამზადება და სოფლის მეურნეობაა.[13] 2008 წლისთვის 5 000-მდე ოჯახი სარის წარმოებაში იყო ჩართული.[14] წამყვანი დარგებია: ბამბის წარმოება, ელექტრონული საქონლისა და სურსათის წარმოება.[15] კიდევ ერთი წამყვანი დარგია ტურიზმი და მომსახურების სექტორი, როგორებიცაა: სასტუმროები, რესტორნები და ადგილობრივი ტრანსპორტი.[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Kanchipuram : Census 2011.
  2. Chisholm, Hugh, ed. (1911). „Conjeeveram“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 6 (11th ed.). Cambridge University Press. p. 943.
  3. K.V. 1975, p. 80.
  4. Thapar 2001, pp. 344–345.
  5. 1 2 3 K.V. 1975, pp. 1–4.
  6. Srinivasan 1979, p. 6.
  7. Browne 1843, p. 228.
  8. Ministry of Water Resources, Government of India 2007, p. 5.
  9. The Hindu & 19 May 2012.
  10. 1 2 3 4 Ministry of Water Resources, Government of India 2007, p. 6.
  11. CLIMATE: KANCHEEPURAM. ციტირების თარიღი: 19 February 2016
  12. 1 2 3 4 Rao 2008, p. 143.
  13. 1 2 Imperial Gazetteer of India 1908, pp. 544–546.
  14. Rao 2008, pp. 134–135.
  15. Husain 2011, p. 11.K.4.
  16. Industries in Kanchipuram 2011.