კანტორის დიაგონალური არგუმენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანტორის დიაგონალური არგუმენტი - ამ სახელით ცნობილია ხერხი რომელიც პირველად გეორგ კანტორმა გამოიყენა ნამდვილი რიცხვების სიმრავლის არათვლადობის დასამტკიცებლად.

მსგავსი მათემატიკური ტექნიკა გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი უფრო ზოგადი კანტორის თეორემის დასამტკიცებლად.

კანტორის თეორემა: ნებისმიერი სიმრავლის კარდინალურობა მკაცრად ნაკლებია მისი ქვესიმრავლეების სიმრავლის კარდინალურობაზე.