კანტის ძეგლი (კალინინგრადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კანტის ძეგლი
Памятник Канту
Kant Kaliningrad.jpg
კოორდინატები 54°42′50″N 20°30′37″E / 54.713889° ჩ. გ. 20.510278° ა. გ. / 54.713889; 20.510278
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
მოქანდაკე ქრისტიან რაუხი, ჰარალდ ჰააკე
თარიღდება 1867, 1992
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900632000

კანტის ძეგლი (რუს. Памятник Канту; გერმ. Kant-Denkmal) — გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ძეგლი, მის მშობლიურ ქალაქ კენიგსბეგში (ამჟამად კალინინგრადი).

ორიგინალური ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმანუელ კანტის ბრინჯაოს ქანდაკება შეიქმნა ბერლინში მოქანდაკე ქრისტიან დანიელ რაუხის პროექტის მიხედვით 1857 წელს, მაგრამ კენიგსბერგში ძეგლის გახსნა ფინანსური სიძნელეების გამო მოგვიანებით გაიმართა, რადგან ქალაქის მოსახლეობის მიერ შეგროვილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა. თანხები შეაგროვეს კარლ როზენკრანცის წყალობით, რომელიც არის წიგნის „კენიგსბერგი და თანამედროვე ქალაქთმშენებლობა“ ავტორი. ამ წიგნის ჰონორარი მან შესწირა ძეგლის დადგმას.

1864 წელს ძეგლი აღმართეს ქუჩა პრინცესიენშტრასეზე (ამჟამად აღარ არსებობს, შედის ამჟამინდელი ლენინის პროსპექტის რაიონში, სასტუმრო „კალინინგრადთან“ ახლოს). ძეგლის გახსნა შედგა ფილოსოფისი გარდაცვალებიდან 60 წლის თავზე. 1884 წელს ძეგლი გადაიტანეს პარადეპლატცზე კენიგსბერგის უნივერსიტეტის შენობის წინ (ამჟამად სკვერი ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის წინ).

ძეგლი უკვალოდ გაქრა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მაგრამ მისი კვარცხლბეკი შემონახულია და ომის შემდეგ იგი გამოიყენეს ერნსტ ტელმანის ძეგლისათვის, რომელიც დაამონტაჟეს ტელმანის ქუჩაზე.

ძეგლის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის აღდგენა მოხდა 1992 წელს, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანელი ჟურნალისტის, წარმოშობით აღმოსავლეთ პრუსიელი გრაფინია მარიონ დენჰოფის ინიციატივამ. ძეგლი აღადგინა მოქანდაკე ჰარალდ ჰააკემ შემონახული მოდელის მიხედვით და გახსნა შედგა 1992 წლის 27 ივნისს უნივერსიტეტის შენობის წინ სკვერში, იმ ადგილის ახლოს, სადაც 1884 წელს იდგა ძეგლის ორიგინალური ვერსია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Коллектив авторов. Глава 4. Искусство и культура // Кёнигсберг - Калининград: иллюстрированный энциклопедический справочник / Под общей редакцией А. С. Пржездомского. — Калининград: Янтарный сказ, 2005. — С. 165-166, 179. — 800 с. — ISBN 5-7406-0840-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]