კანონნი წმინდათა მოციქულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კანონნი წმინდათა მოციქულთანი — ქრისტეს მოციქულთა მოღვაწეობის დროს, ზეპირსიტყვიერად გავრცელებულ სჯულის კანონებზე დაყრდნობით შექმნილი კანონიკური კრებული. შედგებოდა 85 მუხლისაგან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეს ეკლესიის პირველ სამ საუკუნეში მოციქულთა კანონები, როგორც ცალკე ჩამოყალიბებული საეკლესიო სამართლის კრებული ანუ კოდექსი არ არსებულა. მისი პირველი კოდიფიკაცია მოხდა III საუკუნის დამდეგსა და IV საუკუნის დასაწყისში. იმ დროს, როცა, ქრისტიანობის შეწყნარების საკითხს კარგა ხნის ნიადაგი ჰქონდა შემზადებული და სამი საუკუნის მანძილზე სისტემატურად დევნილი რელიაგია — ცნობილი მილანის ედიქტით — სახელმწიფო მფარველობაში გამოცხადდა. მანამდე, „მოციქულთა კანონები“, რომლებიც მოციქულთა მიერ დაარსებულ ეკლესიებში, მოციქულთაგან მორწმუნეთა ჯგუფებისათვის ნაწილ-ნაწილად მიცემულ სათანადო სახელმძღვანელო დარიგებებისა და განკარგულებების ზეპირ კანონებს წარმოადგენდა, ერთი ადგილიდან მეორეში ზეპირად ვრცელდებოდა. ამ დარიგებებისა და განკარგულებების ჩაწერის შემდეგ, როგორც კი მიიღეს კანონიკური კრებულის წმინდა ხასიათი, ეწოდათ „კანონნი წმინდათა მოციქულთანი“. ამ კანონებმა საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში 85 მუხლის, ხოლო დასავლეთისაში 50 მუხლის სახით ჰპოვა გავრცელება.

მოციქულთა კანონები, როგორც უძველესი და უმთავრესი კანონმდებლობითი საეკლესიო ძეგლი, თავდაპირველადვე შეტანილი იქმნა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტიოს I-ის მიერ 883 წელს გამოცემულ თოთხმეტტიტულოვან (ნაწილიან) „დიდ სჯულისკანონში“, რომელშიც შეტანილი იყო ასევე შვიდი მსოფლიო, ათი ადგილობრივი კრების და ცალკეულ წმინდა მამათა (მღვდელთმთავართა) კანონები, რაც XII საუკუნეში ქართულ ენაზე მთლიანად თაგმნა არსენ იყალთოელმა.

დღეს შემორჩენილი ქართული ტექსტი წარმოადგენს მიტროპოლიტ კალისტრატე ცინცაძის ხელნაწერის ფოტოპრინტს, შესრულებული იშვიათი პირის მიხედვით 1926 წელს, რომელსაც იმავე არსენ იყალთოელის მიერ შესრულებული ქართული თარგმანი ედო საფუძვლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საეკლესიო კალენდარი 1976 წლისა, გვ. 43-67