შინაარსზე გადასვლა

კანოე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონოქსილონის სანაპირო ნიასა (მალავის ტბა)
კანოე, სოლომონის კუნძულები
ოჯიბვეს ინდიელები არყის ქერქის კანოეში. მინესოტა, 1910 წ.

კანოე(ინგლ. canoe, ესპ. canoa კარიბის ზღვის ინდიელების ენიდან) ჩრდილო-ამერიკელი ინდიელების საზღვაოსნო ნავი, რომელიც მზადდებოდა მთელი ხის ტანისაგან ან ხის კარკასისგან და გარშემო ტყავი ჰქონდა შემოკრული. ასევე, მსუბუქი, ღია, სპორტული ან სასეირნო ნავი სანიჩბე ორკაპის გარეშე, მოკლე, ერთლაპოტიანი ნიჩბით, რომელშიც ცალ მუხლზე დგებიან და ისე უსვამენ ნიჩბებს. კანოეთი ნიჩბოსნობა წარმოადგენს სანიჩბოსნო სპორტის ერთ-ერთ ნაირსახეობას, სადაც რბოლა მიმდინარეობს უორკაპო ცალნიჩბიანი (კანოე) და წყვილ-ნიჩბიანი (კაიაკი) ნავებით. კანოეს საერთაშორისო ფედერაცია აერთიანებს 14 ტექნიკურ დისციპლინას, მათ შორის 2 დისციპლინა ოლიმპიურია: სპრინტი და სლალომი.

კანოეს აგრეთვე იყენებდნენ ზოგიერთი ტრადიციული საზოგადოება ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და სამხრეთ ამერიკაში.[1] თანამედროვე კანოეს შორეულ წინამორბედად ითვლება ინდიელთა პიროგა.

  • ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, თბილისი, „განათლება“, 1998, გვ. 312
  • საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თამარ ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, თეა ბურჭულაძე, თბილისი, 2022, გვ. 340
  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი, 1989, გვ. 215.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]