კანიადის რეგიონი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კანიადის რეგიონი | |
ქვეყანა | მექსიკა |
კოორდინატები | 18°08′00″ ჩ. გ. 97°05′00″ დ. გ. / 18.13333° ჩ. გ. 97.08333° დ. გ. |
ფართობი | 4273 კმ² |
კანიადა (ესპ. Cañada) ― რეგიონი ოახაკის შტატში, მექსიკაში. რეგიონის ფართობი დაახლოებით 4 300 კმ²-ია. მოიცავს ორ რაიონს: ტეოტიტლანსა და კუიკატლანს.[1] მთავარი ადმინისტრაციული ცენტრია ტეოტიტლან-დე-ფლორეს-მაგონი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად უაუტლა-დე-ხიმენესი მიიჩნევა.
რეგიონს სახელი ეწოდა კანიადა-დე-კუიკატლანის, ცხელი კანიონის შესაბამისად, რომელიც სამხრეთით მდებარე ოახაკის ხეობას ჩრდილოეთით პუებლის შტატის ტეუაკანის ხეობასთან აკავშირებს. კანიადა ორი ხეობის დამაკავშირებელი მთავარი მარშრუტი იყო კოლუმბამდელ ხანაში. დაახლოებით ძვ.წ. 300 წელს რეგიონი საპოტეკებმა დაიპყრეს.[2]
რეგიონში რბილი და თბილი კლიმატია. კანიადაში ნაყოფიერი ნიადაგია მანგოს, ნესვისა და ავოკადოს მოყვანისთვის. მეტწილად დაბლობებს მოიცავს. მთავარი მდინარეებია სალადო და ტომელინი.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Región Cañada. Enciclopedia de los Municipios de México. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-10. ციტირების თარიღი: 2010-07-05.
- ↑ Charles S. Spencer; Elsa M. Redmond. Archaeology of the Cañada de Cuicatlán, Mexico. American Museum of Natural History. ციტირების თარიღი: 2010-07-13.
- ↑ Oaxaca regions. Go-Oaxaca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-30. ციტირების თარიღი: 2014-12-09.
|