კანდავუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კანდავუ
მშობ. სახელი: ინგლ. Kadavu
Kadavu-Fiji 1889.jpg
გეოგრაფია
19°03′ ს. გ. 178°15′ ა. გ. / 19.050° ს. გ. 178.250° ა. გ. / -19.050; 178.250
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 411 კმ²
სიგრძე 93 კმ
სიგანე 0,365-13 კმ
უმაღლესი წერტილი 805 მ
ნაბუკელებუს მთა
ოლქი აღმოსავლეთის ოლქი
პროვინცია კანდავუს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 10 167 (2007)
სიმჭიდროვე 24,737 ად. /კმ²

კანდავუ (ინგლ. Kadavu) — ფიჯის რესპუბლიკის სიდიდით მეოთხე კუნძული, რომელიც მდებარეობს კანდავუს კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძული შედის აღმოსავლეთის ოლქის კანდავუს პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანდავუს კუნძული მდებარეობს იმავე დასახელების კუნძულოვან ჯგუფში, რომელიც მდებარეობს ფიჯის ყველაზე დიდი კუნძულიდან — ვიტი-ლევუდან სამხრეთით. უახლოესი მატერიკიავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 2700 კმ-ში.[1]

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა[1]. კუნძულ კანდავუს ფართობი შეადგენს 411 კმ²-ს და შესაბამისად ის ქვეყნის სიდიდით მეოთხე დიდი კუნძულია[1]. კანდავუს სიგრძეა — 93 კმ, ხოლო სიგანე მერყეობს 365 მეტრიდან 13 კმ-მდე. კუნძულის ზედაპირი მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ნაბუკელებუს მთა, რომელიც აღწევს 805 მეტრ სიმაღლეს და მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში[1]. კანდავუს სამხრეთი და აღმოსავლეთი სანაპირო 100 კმ-ის მანძილზე გარშემორტყმულია დიდი ასტროლაბიის რიფით, რომელიც პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის დაივინგისათვის[2].

კანდავუ დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით, რომელშიც ბუდობს ფრინველთა ოთხი ენდემური სახეობა: Ptilinopus layardi, Prosopeia splendens, Rhipidura personata, Xanthotis provocator.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი მოგზაური უილიამ ბლაი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1792 წელს[3]. 1827 წელს რიფებზე, რომელიც გარს აკრავს კანდავუს კუნძულს, კინაღამ ავარია განიცადა ფრანგი მოგზაურის ჟიულ-სებასტიენ სეზარ დიუმონ-დიურვილის გემმა[4].

1870-იან წლებში კუნძულის უბე გალოაში, რომლის ნაპირზე მოქმედებდა ვეშაპების დამჭერთა სადგური, ჩერდებოდნენ ავსტრალიისკენ და ახალი ზელანდიისკენ მიმავალი სამგზავრო გემები, გემზე ახალი მგზავრების ასაყვანად და საკვები პროდუქტების მოსამარაგებლად. ძველად კანდავუ განიხილებოდა, როგორც ფიჯის დედაქალაქის შესაძლო ადგილი, რომელიც გახდა ქალაქი სუვა კუნძულ ვიტი-ლევუზე[5].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს კანდავუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 10 167 ადამიანს. კუნძულის ყველაზე დიდი ქალაქი და პროვინცია კანდავუს ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ვუნისეა, რომელშიც განლაგებულია აეროპორტი, უმაღლესი სკოლა, საავადმყოფო, სამთავრობო დაწესებულებები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (ბანანის მოშენება, კოპრის წარმოება), სატყეო მრეწველობა. აქტიურად ვითარდება ტურიზმი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Islands of Fiji. Kadavu (Kandavu). UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  2. Justine Vaisutis, Mark Dapin. Fiji. — Lonely Planet, 2006. — ISBN 1741042887
  3. 3.0 3.1 Kadavu Island. Encyclopædia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  4. David Stanley. Moon Handbooks Fiji. — David Stanley, 2004. — ISBN 1566914973
  5. David Stanley. Moon Handbooks Fiji. — David Stanley, 2004. — ISBN 1566914973