კანადური ხრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამერიკელები გამოხატავენ მადლიერებას კანადელების მიმართ, ამერიკელი დიპლომატების გადარჩენის გამო; ამერიკელი მძევლების დრამა ირანში (1979–1981).

კანადური ხრიკი“ — 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში კანადის მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ 6 ამერიკელი დიპლომატის გადასარჩენად ჩატარებული, ერთობლივი სამხედრო-სამაშველო ოპერაციის პოპულარული სახელწოდება.[1] ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამერიკელების მიერ მხარდაჭერილმა ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ ქვეყნის დატოვა და თავი აშშ-ს შეაფარა. 1979 წლის 4 ნოემბერს, თეირანში ახალგაზრდა ირანელ სტუდენტთა ჯგუფმა, რომლებიც თავს „იმამის მიმდევარ მუსლიმ სტუდენტებს“ უწოდებდნენ, შტურმით აიღო აშშ-ის საელჩოს შენობა, დაატყვევა ათეულობით დიპლომატი და მათი განთავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ს შაჰის დაბრუნება მოთხოვა.

თავშესაფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი დიპლომატების ნაწილი მუშაობდა საკონსულოში, რომელიც საელჩოსგან მოშორებით მდებარეობდა. შტურმის დაწყებისას დიპლომატების ორმა ჯგუფმა დატოვა საკონსულო, თეირანის ქუჩებში გავიდა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსკენ გაემართა. გენერალური კონსულის, რიჩარდ მორფილდის ჯგუფს აერია გზა და აქციის მონაწილეებს ჩაუვარდა ხელში. დიპლომატები შეიპყრეს და საელჩოში დააბრუნეს. რობერტ ანდერსის ჯგუფის წევრები, რომელშიც შედიოდნენ თავად რობერტ ანდერსი, კორა ემბერნ-ლიჯეკი, მარკ ლიეკი, იოსებ სტეფფორდი, ქეთლინ სტეფფორდი და ლი შატცი, მიუახლოვდნენ ბრიტანეთის საელჩოს, მაგრამ ამ დროს დაინახეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფი, რომლებიც მათი მიმართულებით მოემართებოდა. ანდერსმა დიპლომატებს შესთავაზა, თავი მისი სახლისთვის შეეფარებინათ, რომელიც იქვე, ახლოს მდებარეობდა. ექვსი დღის განმავლობაში დიპლომატები სხვადასხვა სახლებში ცხოვრობდნენ. ერთი ღამე ბრიტანულ საცხოვრებელ კომპლექსში გაატარეს. რამდენიმე დღეში ირანის დროებითი მთავრობა შეიცვალა, დიპლომატები ხვდებოდნენ, რომ მათი განსაცდელი გრძელდებოდა. ანდერსი დაუკავშირდა ძველ მეგობარს, ჯონ შერდაუნს, კანადელ საემიგრაციო მოხელეს და მიიღო მოწვევა მის რეზიდენციაში.[2] 10 ნოემბერს, 5 დიპლომატი შერდაუნის რეზიდენციაში მივიდა, სადაც ჯონ და ზენა შერდაუნების გარდა მათ შეხვდა კანადის ელჩი კენ ტეილორი. სტეფფორდების წყვილი ტეილორსა და მის მეუღლესთან, ფატთან დასახლდა. სამი დიპლომატი შერდაუნებთან დარჩა. ორი კვირის შემდეგ[3] ტეილორის სახლში, სტეფფორდებს შეურთდა საელჩოდან გამოქცეული მეექვსე დიპლომატიც: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წევრი შატცი, რომელიც იქამდე ჯერ შვედეთის საელჩოში იმალებოდა და იატაკზე ეძინა, შემდეგ კი შვედეთის კონსულის, სესილია ლიტანდერის სახლში გადავიდა და იქ ცხოვრობდა. ექვსმა დიპლომატმა კანადელებთან 79 დღე გაატარა. [3]

ფილმის პოსტერი

ირანის ახალი მთავრობა იმის მიუხედავად რომ უარყოფდა ამერიკელი პოლიტიკოსების დატყვევებასთან რაიმე კავშირს, შეუერთდა სტუდენტების მოთხოვნას, შაჰის ირანული მხარისთვის გადაცემაზე. ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დადგმული სცენარით, „ხრიკში“ ჩართული ცსს-ის აგენტები (ტონი მენდესი და უცხო პიროვნება, ცნობილი „ხულიოს“ სახელით) ფილმის შემქმნელების სახელით ჩავიდნენ თეირანში და შეურთდნენ იქ ექვს დილომატს, რათა შეექმნათ 8 კაციანი ყალბი გადამღები ჯგუფი. დიპლომატებს კანადის ყალბი პასპორტები გადაეცათ. სცენარის მიხედვით 8 კაციანი ჯგუფი ეძებს გადასაღებ ტერიტორიას, რათა დაასრულონ რეალურად არარსებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „არგო“. „ხრიკმა“ გაამართლა: 1980 წლის 27 იანვარს, შაბათ დილით, თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა შვეიცარიის ავიახაზების კუთვნილი ლაინერი, რომლის საშუალებით დიპლომატებმა და აგენტებმა დატოვეს ირანი და ციურიხში ჩაფრინდნენ. [4]

საიდუმლო ოპერაციის ყველაზე წარმატებული ეკრანიზაცია არის 2012 წლის ფილმი არგოა, რომელმაც მოიგო ოსკარის სამი ნომინაცია, მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის და ბრიტანული აკადემიის სამი ჯილდო.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Halton, David. “Canadian Caper helps Americans escape Tehran“, CBC Archives, 1980-01-29. წაკითხვის თარიღი: 2013-02-24. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-24. 
  2. Wright, Robert. “Our other man in Tehran“, January 3, 2013. წაკითხვის თარიღი: 2013-01-05. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-24. 
  3. 3.0 3.1 Mendez, Antonio J.. "A Classic Case of Deception: CIA Goes Hollywood". Studies in Intellegence (Arlington, Virginia: Center for the Study of Intelligence) (Winter 1999–2000). ISSN 1527-0874. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-02-24-ში. https://www.cia.gov/library/center-for-the-study-of-intelligence/csi-publications/csi-studies/studies/winter99-00/art1.html. წაკითხვის თარიღი: 2013-02-24.
  4. Ken Taylor and the Canadian Caper“, Foreign Affairs, Trade and Development Canada. წაკითხვის თარიღი: 2014-01-18. 
  5. Haglund, David. “How Accurate Is Argo?“, 2012-10-12. წაკითხვის თარიღი: 2013-02-24. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-24.