კანადური ესკიმოსური ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანადური ესკიმოსური ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა კანადა
თვისებები
წონა მდედრი 18–30
სიმაღლე მამრი 58–70 სმ.
მდედრი 50–60 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კანადური ესკიმოსური ძაღლი (ინგლ. Canadian Eskimo Dog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კანადაში უძველეს ხანაში.

ათასწლეულების განმავლობაში ეს ძაღლი კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე მცხოვრები ესკიმოსების ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება იყო, დღემდე ის საკმაოდ პრიმიტიულ და გულჩათხრობილ ძაღლად დარჩა. კანადური ესკიმოსური ძაღლი ძალიან ენერგიულია, მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებს — ჭამს, მუშაობს თუ სხვა ძაღლებთან ჩხუბობს. ის დამოუკიდებელია და მკაცრი, თანმიმდევრული აღზრდა სჭირდება, რომ ადამიანის პატივისცემა ისწავლოს. ესკიმოსური ძაღლი ყოველთვის მზადაა ხროვის წინამძღოლის ადგილისთვის იბრძოლოს. ყველანაირ საკვებს ეტანება, ასევე საკვები ჰგონია სხვა ცხოველებიც.

ამ ძაღლს შეუძლია შეეგუოს ადამიანთან ცხოვრებას, თუმცა მაინც მუშა ძაღლად რჩება. ესკიმოსურ ძაღლს ძალიან სქელი ბალანი აქვს, ეს ეხმარება სიცივის გადატანაში, ბალნის შეფერილობა შეიძლება ნებისმიერი ჰქონდეს. თავი მგლის თავს მიუგავს, ფუმფულა კუდი შვიპისთვის დამახასიათებელ რგოლად აქვს დახვეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]