კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი
45°24′12″ ჩ. გ. 075°37′13″ დ. გ. / 45.40333° ჩ. გ. 75.62028° დ. გ. / 45.40333; -75.62028
დაარსდა 1967
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა ოტავა
სტატუსი მეცნიერების მუზეუმი
ექსპონატი 252 784[1]
ვიზიტორები 347 917[1]
დირექტორი კრისტინა ტესიე
ოფიციალური საიტი ingeniumcanada.org/scitech
Map

კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი (ინგლ. Canada Science and Technology Museum, ფრანგ. Musée des sciences et de la technologie du Canada) — მუზეუმი ოტავაში, ონტარიო, კანადა. მუზეუმის მიზანია საზოგადოებაში კანადის ტექნოლოგიური და სამეცნიერო ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კანადელი საზოგადოების მეტად დაახლოვება და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავება.[2] კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგების მუზეუმი შედის ინგენიუმის (კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმების) შემადგენლობაში, რომელიც ასევე მართავს კანადის სოფლის მეურნეობისა და საკვების მუზეუმსა და კანადის ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმს.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი დაარსდა 1967 წელს კანადის მთავრობის ასიწლისთავის პროექტთან დაკავშირებით. 1966 წლის ოქტომბერში მთავრობამ მუზეუმის დირექტორად დავიდ მაკ-კარდი ბაირდი დანიშნა. იმის გათვალისწინებით, რომ მუზეუმის გახსნა ასი წლისთავთან იყო დაკავშორებლი ბაირდის მთავრ საზრუნავს მუზეუმისთვის შესაბამისი შენობის სწრაფად პოვნა წარმოადგენდა. მან სენ-ლორანის ბულვარზე ყოფილი საცხობი აღმოაჩინა, რომელსაც გააჩნდა სატვირთო მანქანების სადგომი და მაღალი ჭერი.[4] მთავრობას უკვე ჰქონდა მომზადებული საავიაციო კოლექცია და რკინიგზის არტეფაქტების კოლექცია. რამდენიმე თვის შემდეგ ექსპონატები შენობაში განთავსდა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კოლექცია მუზეუმს მეზი ფერგუსონმა გადასცა.

ახალი მდებარეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს მუზეუმმა ახალი ადგილების მოძიება დაიწყო წინა შენობაში სივრცის ნაკლებობისა და მეტად ხელმისაწვდომობის გამო. კიდევ ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მდებარეობა გახდა, რადგან თავდაპირველი ადგილი ქარხნებისა და სავაჭრო ცენტრების გარემოცვაში მდებარეობდა. მუზეუმისთვის ოთხი ადგილი შეირჩა: ლებრეტონის მდელოებზე, როკკლოფის გზაზე — კანადის ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმის მიმდებარედ (ორივე მათგანი ოტავაში), ჟაქ-კარტიეს პარკში — რუ ლაურიეზე და რუ მონტკალმზე (ორივე მათგანი გატინოს გარეუბანში). 2006 წელს კანადის კონსერვატიული პარტიის მინისტრმა და პარლამენტის წევრმა, ლაურენს კენონმა მხარი ჟაქ-კარტიეს პარკის ვარიანტს დაუჭირა.

2014-2017 წლების დახურვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი 2014 წლის სექტემბერში დაიხურა 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფედერალური დაფინანსების რეფორმირებისთვის. დაფინანსების ნაწილი ახალი მექანიკური ოთახის მოწყობაზე დაიხარჯა, რომელიც მუზეუმის მომსახურე პერსონალს მუზეუმის ტემპერატურის კონტროლის საშუალებას აძლევს.[5]

შუქურა, რომელიც მუზეუმში რეისის კონცხიდან, ნიუფაუნდლენდი (1856) გადაიტანეს

2014 წლის სექტემბერში მუზეუმის სახურავზე მიმდინარე სამუშაოებისას მუშებმა აღმოაჩინეს, რომ სახურავი ჩამონგრევის საფრთხის წინაშე იყო და ბზარი მუზეუმის სამხრეთ კედელსაც უქმნიდა საფრთხეს.[6][7] ამის გამო მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის დაიხურა, მომსახურე პერსონალმა კი ექსპონატების სხვა შენობაში გადატანა და იქ ფუნქციონირება გადაწყვიტა.[8]

რესტავრაციის გამო მუზეუმის თავდაპირველი შენობის უდიდესი ნაწილი დაანგრიეს, დატოვეს მხოლოდ „შეშლილი სამზარეულო“ და მატარებლების დარბაზი. იმავე ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შენობის ასაშენებლად 80 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.[9][10] მუზეუმი განახლებების შემდეგ, ხელმეორედ 2017 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა.[11]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენ-ლორანის ქუჩაზე მდებარე კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის მთავარ შენობაში განთავსებულია მუდმივი კოლექციები, ასევე დროებითი გამოფენები და სხვა მუზეუმების ორგანიზებული ტურები.[12][13]

მუზეუმის ერთ-ერთ განსაკუთრებულ კოლექციას მატარებლების კოლექცია წარმოადგენს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმში ასევე განთავსებულია კანადაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვირტუალური რეალობების სიმულატორები. 2019 წლის ივლისიდან მუზეუმის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ვირტუალური რეალობის საშუალებით ატარონ მატარებლები.[14]

მატარებლები ჰქმნიან კანადის, „მიგრანტების, საქმიანი ხალხის, ფერმერების, მრეწველების, ვაჭრებისა და თითოეული კანადელის“ ისტორას (1900-1960) და ეს ყველაფერი ვიზიტორებამდე მიაქვთ.

მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოფენას „შეშლილი სამზარეულო“ წარმოადგენს. ოთახი დახრილ ზედაპირზეა აგებული, ხოლო ავეჯი იატაკზეა დამაგრებული. ეს ყოველივე ისეა შექმნილი, რომ ვიზიტორებში ჩვეულებრივი ოთახის შთაბეჭდილებას ტოვებს და მათ დაბნევას იწვევს.[15]

არტეფაქტების შესახვევი შენობის დიაგონალურადაა განთავსებული და 700-მდე ისტორიულ ობიექტს მოიცავს.[9]

ინგენიუმის ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგენიუმის (კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმების) ცენტრი, რომელიც ასევე სენ-ლორანის ბულვარზე მდებარეობს, მოიცავს 268 000-მდე არტეფაქტს. მათ შორისაა: მძღოლის გარეშე სამართავი სარკინიგზო მანქანა (დაახლოებით 1982 წელი), რკინის ფილტვები (გამოიყენებოდა ოტავას საქალაქო საავადმყოფოში, დაახლოებით 1950 წელს), ასევე ონტარიოს პროვინციის პოლიციისათვის შექმნილი პირველი უპილოტო საფრენი აპარატი (2005-2007).

ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაკავშირებულია და ხშირად აწყობს საერთო გამოფენებს: კანადის მუზეუმების ასოციაციასთან (CMA), კანადის მემკვიდრეობის საინფორმაციო ქსელსა (CHIN) და კანადის ვირტუალურ მუზეუმთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 2009-2010 annual report დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. . Collection numbers are for the Canada Science and Technology Museums Corporation.
  2. "American Civil War and Canada" დაარქივებული 2018-09-09 საიტზე Wayback Machine. . The Canadian Encyclopedia
  3. https://ingeniumcanada.org/
  4. "A 'make-do' operation: Canada Science and Technology Museum 50th anniversary story from 2007". Joanne Laucius, Ottawa Citizen, November 18, 2014
  5. Ottawa's Science and Tech Museum reveals new home for its famous trains en. ციტირების თარიღი: 2021-02-25
  6. "Revamped Canada Science and Technology Museum opens Friday". CBC News, Nov 16, 2017
  7. "Inside the Canada Science and Technology Museum’s big renovation". Macleans, by Liz Sullivan, Nov 8, 2017
  8. "Canada Science and Tech Museum looking to lend out exhibits". Tom Spears, Ottawa Citizen. November 19, 2014
  9. 9.0 9.1 "Lights! Camera! Locomotives! Science and Tech Museum reopens after three-year reconstruction". Ottawa Citizen, Tom Spears, November 16, 2017
  10. "$80M later, a new museum, reassuringly old Crazy Kitchen". Tom Spears, Ottawa Citizen August 22, 2017
  11. Renewing the beloved Canada Science and Technology Museum - Canada Science and Technology Museum en-CA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 13 March 2017
  12. "Quantum: The Exhibition at the Canada Science and Technology Museum". Canadian Association of Physicists website. February 6, 2018
  13. "Canada Science and Technology Museum partners with U of O". Fulcrum, Anchal Sharma, 2018-01-29
  14. Ottawa's Science and Tech Museum reveals new home for its famous trains (July 16, 2019). ციტირების თარიღი: February 25, 2021
  15. Crazy Kitchen + | Canada Science and Technology Museum en. ციტირების თარიღი: 2021-02-25