კამურთოს ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამურთოს ნამოსახლარი და სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლიკოქისხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყიან ფერდობზე, სოფელ კარწაულთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. 1989 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ნამოსახლარი შედგება ერთმანეთისგან 5-10 მეტრით დაშორებული რამდენიმე ნასახლარი ორმოსგან, რომლებიც დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით. სამაროვანზე გაიხსნა სამი ქვის სამარხი და ორი მიწისქვეშა აკლდამა. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხები საოჯახოა. გამოვლინდა ბრინჯაოსა და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები და სამაჯურები, ბრინჯაოს აბზინდიანი ტყავის ქამარი, მინისა და სარდიონის მძივები და სხვა. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]