შინაარსზე გადასვლა

კამპო-ვერანო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამპო-ვერანო
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი მოქმედი
კამპო-ვერანო — იტალია
კამპო-ვერანო

კამპო ვერანო (იტალ. Cimitero del Verano) ― სასაფლაო რომში, იტალიაში, რომელიც დაარსდა მე-19 საუკუნის დასაწყისში. მონუმენტური სასაფლაო მოიცავს 83 ჰექტარ ფართობს, რომელიც ამჟამად დაყოფილია რამდენიმე ნაწილად: მთავარი კათოლიკური სასაფლაო, 1895 წელს დაარსებული ებრაული სასაფლაო, პროტესტანტული ნაკვეთი საკუთარი შესასვლელით და სამხედრო ნაკვეთი პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლთა ძეგლებით.

ვერანო (ოფიციალურად „კამპო ვერანოს საერთო მონუმენტური სასაფლაო“) მდებარეობს სან ლორენცო ფუორი ლე მურას ბაზილიკასთან ახლოს. სასაფლაოს ტერიტორია სულ მცირე ოცი საუკუნის განმავლობაში იყო სამარხი. თანამედროვე სასაფლაო მხოლოდ ნაპოლეონის დროს, 18071812 წლებში შეიქმნა. ამ პერიოდში, არქიტექტორ ჯუზეპე ვალადიეს დაევალა პროექტის წინამძღოლობა მას შემდეგ, რაც სენ-კლუს ედიქტით, დაკრძალვები ქალაქის კედლების გარეთ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაო 1835 წელს აკურთხეს, სამუშაოები გაგრძელდა გრიგოლ XVI-ისა და პიუს IX-ის პაპობის  დროს, ვირჯინიო ვესპინიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც ასევე ააშენა სანტა მარია დელა მისერიკორდიას სასაფლაოს ეკლესიის (აკურთხეს 1860 წელს) მონუმენტური შესასვლელი კარიბჭით. ღია ცის ქვეშ არსებული  უზარმაზარი სასაფლაო მოფენილია სხვადასხვა სტილის დიდებული სამარხებით, ნეოკლასიკური არქიტექტურის სტილიდან არტ ნუვომდე. პაპის ხელისუფლებას კვლავ აქვს გარკვეული კონტროლი ადმინისტრაციაზე. პაპმა ფრანცისკემ წმინდანთა დღისადმი მიძღვნილი წირვა აქ აღავლინა 2014 წლის 1 ნოემბერს, სასაფლაოზე პაპის ვიზიტის დროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]