კამპოსანტოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამპოსანტოს ბრძოლა
ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის ნაწილი ნაწილი

კამპოსანტოს ბრძოლა
თარიღი 8 თებერვალი, 1743
მდებარეობა კამპოსანტო, იტალია
შედეგი ორივე მხარემ გამარჯვება მოიპოვა[1]
მხარეები
ესპანეთის დროშა Spain
ორივე სიცილიის სამეფოს დროშაორი სიცილიის სამეფო
ავსტრია
სარდინიის სამეფოს დროშა სარდინიის სამეფო
მეთაურები
ესპანეთის დროშა Spain კონტ დე გეგესი გრაფი ტრაუნი
გრაფი ასპრემონტი
ძალები
11,400 ქვეითი
2,600 კავალერია
12 ქვემეხი
9,000 ქვეითი
3,000 კავალერია
25 ქვემეხი
დანაკარგები
1,755 დაღუპული
1,307 დაჭრილი
824 ტყვედ ჩავარდნილი[2]
397 დაღუპული
1,153 დაჭრილი ან ტყვედ ჩავარდნილი[3]
კამპოსანტოს ბრძოლა ვიკისაწყობში

კამპოსანტოს ბრძოლა — ბრძოლა გაიმართა კამპოსანტოს მუნიციპალიტეტში, იტალიაში 1743 წლის 8 თებერვალს ესპანეთსა და ავსტრიას შორის, იგი არის ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის ნაწილი. ესპანელებს და მათ ნეაპოლელ მოკავშირეებს გენერალი დე გეგესი მეთაურობდა, ხოლო ავსტრიელებს და მათ სარდინიელ მოკავშირეებს ფელდმარშალ ტრაუნი, ისინი დროებით გაჩერებულები იყვნენ მდინარე პანაროზე. ესპანელებმა დიდი დანაკარგი განიცადეს ბრძოლისას, მაგრამ სიბნელის გამო, ტრაუნმა აღარ გადაწყვიტა ბრძოლის გაგრძელება და მის ჯარს უკან დახევა უბრძანა. დე გეგესი, იმის ნაცვლად, რომ მათ დაედევნებოდა, მან თვითონაც უკან დაიხია და მდინარესთან შეჩერდა.

წინასწარი მანევრირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1743 წლის იანვარში გენერალ დე გეგესის 13000 კაციანი ესპანური არმია იმყოფებოდა ბოლონიაში, პანაროს სამხრეთით. გრაფი ტრაუნის ავსტრიული და პიემონტ-სარდინიური არმია, რომელიც 11000 კაცს შეადგენდა, მდინარის ჩრდილოეთით იყო გამაგრებული და ხელს უშლიდა დე გეგესის მცდელობებს, რომ გადალახათ საშინელი ბარიერი. ტრაუნმა ამჯობინა თავდაცვითი მანევრირება, მეორე ვარიანტი იყო არმიის გარისკვა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, რაც მას არ სურდა, მაგრამ მადრიდში შეშფოთება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე სტრატეგიული. ესპანეთის მეფემ ფილიპე V-მა და მისმა დედოფალმა ისაბელ ფარნეზემ, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ ეს გამარჯვება, მოითხოვეს, რომ დე გეგესს სასწრაფოდ დაეწყო შეტევა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თანამდებობიდან გადადგებოდა. შესაბამისად, მან დატოვა ბოლონია 3 თებერვლის ღამეს, დე გეგესმა გადაცურა პანაროს გასწვრივ და შევიდა მოდენას საჰერცოგოში, შემდეგ კი იგი ცდილობდა გადამწყვეტი შეხვედრის გამართვას ტრაუნთან.

დე გეგესის საბედნიეროდ, მარშალი ტრაუნი მზად იყო მასთან შესაბრძოლებლად. მან გააცნობიერა, რინ ვენაში მის მიმართ განხორციელებულ იქნა კრიტიკა, სადაც მისი მტრები ცდილობდნენ გაეთავისუფლებინათ იგი ბრძანებისგან და ასევე იყო საუბრები, რომ ესპანეთის მიერ სავოიის ბოლოდროინდელ დაპყრობას შეიძლებოდა ეიძულებინა სარდინიის მეფეს, რომ მას ესპანეთის მეფესთან მოლაპარაკებები განეხორციელებიმა. მარშალმა ბევრი ფიქრის შედეგად გააანალიზა, რომ გამარჯვება აშკარად ესპანეთის მხარეს იყო. ჩაახშო აჟიოტაჟი და აიძულა ავსტრიის მოკავშირეები მეორედ დაფიქრებულიყვნენ მოლაპარაკებაზე. შეკრიბა თავისი ჯარი და ტრაუნმა გადაინაცვლა შესაბამის ადგილას, რათა გადაეკეტა დე გეგესის გზა და ხელი შეეშალა მას მოწინააღმდეგისთვის შემდგომ წინსვლაში. მათი ჯარები ერთმანეთს შეეხვდენენ სოფელ კამპოსანტოში.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის დილას დე გეგესმა თავისი ჯარი სოფლის გარეუბანში შეკრიბა და ტრადიციული წესით განალაგა, ცენტრში ქვეითები და ფრთებზე მხედრები. ტრაუნმა ასევე განალაგა თავისი ჯარი იმავე გზით, მაგრამ მისი ჯარი ოდნავ აღემატება მტრისას, ამიტომ მან ცოტათი ითაღლითა და აირჩია არამართლმადიდებლური სტრატეგიით შებრძოლებოდა მტერს. იმის ნაცვლად, რომ უშუალოდ ესპანელების საპირისპიროდ დამდგარიყო, მან თავისი ჯარები ჩრდილო-დასავლეთით განალაგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტრაუნის ქვეითი ჯარი პირდაპირ იყო გეგესის ქვეითებსა და კავალერიის მარჯვენა ფრთას შორის არსებული უფსკრულისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ტრაუნს ექნებოდა უფრო მეტი უპირატესობა ამ ფრთაზე და მას ასევე შეეძლო ფლანგის შეტევა ესპანეთის მარჯვენა მხარეს, მისი მარჯვენა ფლანგი მაინც დაუცველი იქნებოდა ესპანეთის ფლანგური შეტევის მიმართ. როგორც ჩანს, მარშალი ამ ფრთის ჯარს ეყრდნობოდა და ცდილობდა ესპანელებს ფოკუსირება მხოლოდ ერთ ადგილზე მოეხდინათ, რათა გადამწყვეტი ბრძოლა იმ მხარეს გამართულიყო, სადაც მას ჰქონდა უპირატესობა.

მას გარემო ფაქტორებიც ხელს უწყობდა, დე გეგესმა აირჩია შუადღის 4 საათი შეტევის დასაწყებად, იმიტომ რომ სულ რამდენიმე საათში დღის სინათლე აღარ იქნებოდა. ესპანელებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს ორივე ფრთაზე, სადაც მათმა კავალერიამ განდევნა ავსტრია-პიემონტის კავალერია, დაჭრა გრაფი ასპრემონტი ამ პროცესში და ავსტრიელი ქვეითი ჯარი დაუცველი დატოვა. თუმცა ქვეითებზე თავდასხმის ნაცვლად, ესპანელებმა ისინი გააძევეს ბრძოლის ველიდან. ტრაუნმა დაასტაბილურა მარცხენა ფლანგი და თავისი ქვეითები ესპანელების წინააღმდეგ სხვა მხარეს მყოფ შეტევაში ჩართო. ამასობაში გრაფმა შულენბერგმა განალაგა ავსტრიული კავალერია ავსტრიის არმიის მარჯვნივ და დაიწყო კონტრშეტევა ესპანეთის კავალერიის წინააღმდეგ. მეორე ფლანგზე გენერალმა ლეიტრუმმა (ასპრემონტის შემცვლელი) ასევე წინ წაიყვანა თავისი ფრთა და გაანადგურა ესპანეთის მარჯვენა ფრთა. ამ დროს სიბნელის გამო ორივე ჯარს საჭირო გაუხდა ბრძოლის ველიდან გასვლა. ესპანელებმა უკან პანაროს გასწვრივ, ბოლონიისკენ დაიხიეს. კვამლისა და სიბნელის გამო ბევრმა ჯგუფმა გზა დაკარგა. პირველი გვადალაქსარა გაემართა ავსტრო-სარდინიული ქვეითი კოლონების მიმართულებით და იძულებული გახდა დანებებულიყო ფერმის კედლებში ხანმოკლე თავდაცვის შემდეგ.

ბრძოლის შედეგად ესპანურ არმიას დაეღუპა 1755 ადამიანი, 1307 დაეჭრა და 824 ტყვედ ჩავარდა, ხოლო ავსტრო-პიემონტელების დანაკარგი ასეთი იყო: 397 მკვდარი და 1153 დაჭრილი ან ტყვე.

შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დე გეგესმა უკან დაიხია ბოლონიაში, მაგრამ 26 მარტს ის იძულებული გახდა კიდევ უკან დაეხია რიმინში. ამის მიუხედავად, ბრძოლა მაინც ითვლებოდა გამარჯვებად მადრიდში და დე გეგესს მიენიჭა გამარჯვების ტიტული: გრაფი კამპო სანტო. ბრძოლის შემდეგ საფრანგეთი დაჰპირდა მხარდაჭერას და თანამშრომლობას ესპანელებს, მაგრამ ამ დროისთვის ტრაუნმა გადაარჩინა ჩრდილოეთ იტალია, მარია ტერეზასთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Browning, R - The War of the Austrian Succession pg.131-133 Bibliography 403–431
  • Ilari, V - La Corona di Lombardia pp. 112–114.
  • Melendreras Gimeno, María del Carmen (1987). Las campañas de Italia durante los años 1743–1748. Editum. ISBN 978-84-7684-078-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Melendreras p.18
  2. Ilari p.114
  3. Ilari p.114