კამპილობაქტერ ჯეჯუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამპილობაქტერ ჯეჯუნი
კამპილობაქტერ ჯეჯუნი
კამპილობაქტერ ჯეჯუნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ბაქტერიები
ტიპი: პროტეობაქტერია
კლასი: ეპსილონპროტეობაქტერია
რიგი: კამპილობაქტერისნაირნი
ოჯახი: კამპილობაქტერისებრნი
გვარი: კამპილობაქტერია
სახეობა: კ. ჯეჯუნი
ლათინური სახელი
Campylobacter jejuni

კამპილობაქტერ ჯეჯუნი (/ˈkæmplˌbæktər əˈni/) — კვებითი მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. კამპილობაქტერ ჯეჯუნით დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა ვლინდება არა როგორც ეპიდემიის, არამედ ცალკეული დაავადების სახით.[1] აშშ კვებითი წარმოშობის დაავადებათა აქტიური ზედამხედველობის ქსელის FoodNet მონაცემებით, კამპილობაქტერიოზის დიაგნოზით ყოველწლიურად დასტურდება მოწამვლის დაახლოებით 14 შემთხვევა ყოველ 100,000 აშშ მოსახლეზე[2]. ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურის მონაცემებით 2011 წელს ევროკავშირში დაფიქსირდა კამპილობაქტერიოზის დაახლ. 9 მლნ შემთხვევა.[3] კამპილობაქტერ ჯეჯუნი მიეკუთვნება კამპილობაქტერიების გვარის ბაქტერიებს და გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სახელი ნიშნავს „მოხრილ ჩხირს“, ბერძნული campylos (მოხრილი) და baktron (ჩხირი). აღსანიშნავია, რომ კამპილობაქტერიების გვარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ერთმანეთისგან განსხვავებული მეტაბოლიზმის და გენეტიკური თვისებების მქონე სახეობებს. მათგან კ. ჯეჯუნი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა, როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით[4].

კამპილობაქტერ ჯეჯუნი ხშირად გვხვდება ცხოველთა ფეკალურ მასებში. იგი მცირე სპირალისებრი გრამ-უარყოფითი [5] ჩხირია, არ წარმოქმნის სპორებს, არ ახასიათებს გლუკოზის ფერმენტაცია. მოძრაობს ერთ პოლუსზე მიმაგრებული [6] შოლტით, სპირალისებურად. ახასიათებს დადებითი რეაქცია ოქსიდაზას მიმართ. იზრდება 37 - 42 °C ტემპერატურაზე[7][8][9][10]. არის მიკროაეროფილური — ოპტიმალური ზრდისთვის ესაჭიროება ჟანგბადის 5%-მდე შემცირებული რაოდენობა, ნახშირორჟანგის 10% და აზოტის 85% შემცველობის გარემო.[11][12] ატმოსფერული ჟანგბადის და ანტიბიოტიკების ზემოქმედებისას შეიძლება მიიღოს კოკური (სფერული) ფორმაც.

ამ სახეობის პათოგენური ბაქტერიებით მოწამვლა ადამიანის გასტროენტერიტის[13] გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში.

კამპილობაქტერ ჯეჯუნით გამოწვეულ კვებით მოწამვლას ახასიათებს მწვავე სიმპტომები, მაგრამ იშვიათად არის სიცოცხლისათვის საშიში. თუმცა, ინფექციის იშვიათი გართულებაა გილიან-ბარის სინდრომი, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება პირველადი დაავადებიდან 2-3 კვირის შემდეგ. გილიან-ბარის სინდრომი მწვავე აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ნეირონების მიელინური შალითა, რაც იწვევს კუნთოვანი ქსოვილის დამბლას. კამპილობაქტერ ჯეჯუნით დაავადებულ პაციენტებში ამ სინდრომის განვითარების ალბათობაა 0.3% ყოველ 1000 ინფიცირებულზე, რაც დაახლოებით 100-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Foodsafety.gov. Campylobacter en-us.
  2. Food Safety: Campylobacter. U.S. Centers for Disease Control and Prevention.
  3. EFSA Panel on Biological Hazards (BIOHAZ) (2011-04-01). "Scientific Opinion on Campylobacter in broiler meat production: control options and performance objectives and/or targets at different stages of the food chain" (en). EFSA Journal 9 (4): n/a–n/a. . ISSN 1831-4732. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.2903/j.efsa.2011.2105/abstract.
  4. Campylobacter jejuni | Campylobacter Food Poisoning.
  5. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=12&t=14707
  6. https://www.youtube.com/watch?v=v1NnMmw8v80
  7. (2004) Sherris Medical Microbiology, 4th, McGraw Hill. ISBN 0-8385-8529-9. 
  8. Online Bacteriological Analytical Manual, Chapter 7: Campylobacter
  9. (2001) რედ. Gorbach, Sherwood L.: The 5 minute infectious diseases consult, 1st, Lippincott Williams & Wilkins. ISBN 0-683-30736-3. Multiple Campylobacter Genomes Sequenced (2005-01-04). წაკითხვის თარიღი: 2007-07-27.
  10. Perez-Perez, Guillermo I.; Blaser, Martin J. (1996-01-01). Campylobacter and Helicobacter, 4th, Galveston (TX): University of Texas Medical Branch at Galveston. ISBN 0963117211. 
  11. https://microbewiki.kenyon.edu/index.php/Campylobacter_jejuni
  12. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5130347/
  13. http://higia.ge/ka/healthDetailed/95/323/323
  14. McCarthy, N.; Giesecke, J. (2001-03-15). "Incidence of Guillain-Barré syndrome following infection with Campylobacter jejuni". American Journal of Epidemiology 153 (6): 610–614. . ISSN 0002-9262. PMID 11257070. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11257070.