კამო ჰოვანისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამო ჰოვანისიანი
Կամո Հովհաննիսյան
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
5 ოქტომბერი, 1992 (1992-10-05) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სიმაღლე 1.77 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პიუნიკი
ნომერი 5
ახალგაზრდული კარიერა
2000-2001 „შენგავიტი“
2002-2007 „პიუნიკი“
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008-2009 „პატანი“
2009- პიუნიკი 135 (24)
2009-2010პიუნიკი-2 5 (5)
ეროვნული ნაკრები
2009 სომხეთი 17 წლ. 3 (0)
2009-2010 სომხეთი 19 წლ. 5 (1)
2011-2013 სომხეთი 21 წლ. 8 (1)
2012- სომხეთის ეროვნული ნაკრები 22 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2015

კამო ჰოვანისიანი (სომხ. Կամո Հովհաննիսյան; დ. 5 ოქტომბერი, 1992, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი, რომელიც თამაშობს ერევნის „პიუნიკის“ შემადგენლობაში და არის სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამო ჰოვანისიანი დაიბადა 1992 წლის 5 ოქტომბერს, ერევანში. მისი მშობლელი იყვნენ არტაშეს და გაიანე ჰოვანისიანები. კამო ექვსი წლის იყო, როცა ფეხბურთის თამაში დაიწყო. ის დადიოდა საფეხბურთო სკოლა შენგავიტში. შენგავიტის არჩევის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სკოლა მდებარეობდა მის სახლთან ახლოს. მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ კამო ფეხბურთელი გამხდარიყო. კამოს უმცროსი ძმა, ჰოვჰანესი მიჰყვებოდა ძმის გზას და აგრეთვე შენგავიტში დადიოდა. კამო ორი წლის შემდეგ შევიდა „პიუნიკის“ საფეხბურთო აკადემიაში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2009 წლების სეზონში ჰოვანისიანი თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „პატანში“, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო სომხეთის 17 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებით. 2009 წელს კამო „პიუნიკში“ დაბრუნდა. ძირითადად, ის თამაშობდა „პიუნიკის“ მეორე გუნდში, რომელიც სომხეთის პირველ ლიგაში გამოდიოდა. ამავე წელს, მან კონტრაქტი „პიუნიკის“ პირველ გუნდთან გააფორმა. მალევე შედგა მისი დებიუტი, 7 აპრილს, სომხეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩში.[1] ოთხი დღის შემდეგ, კამომ ითამაშა სომხეთის პრემიერლიგაშიც. ორივე მატჩში „პიუნიკმა“ გამარჯვება მოიპოვა.[2] 2011 წლის 12 ივლისს შედგა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, პლზენის „ვიქტორიას“ წინააღმდეგ, რომელშიც პიუნიკი 0:4 დამარცხდა.[3] დღემდე, კამო ჰოვანისიანს „პიუნიკში“ 135 მატჩი აქვს ჩატარებული და 24 გოლი გატანილი.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს კამო ჰოვანისიანი გამოიძახეს სომხეთის 17 წლამდელთა ნაკრებში, სადაც სამი თამაში ჩაატარა. ამავე წელს, ის 19 წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც 2011 წლამდე ხუთი მატჩი ჩაატარა. კამომ 2011-2012 წლებში 21 წლამდელთა ნაკრებში შვიდი მატჩი ერთი გოლის გატანაც მოახერხა. 2012 წლის 28 თებერვალს შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ამხანაგურ შეხვედრაში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ. დღემდე, მას 22 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ გოლი ჯერ არ გაუტანია.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა

  • გამარჯვებული (3) — 2009, 2010, 2014-2015
  • მე-2 ადგილოსანი (1) — 2011

სომხეთის თასი

სომხეთის სუპერთასი

  • გამარჯვებული (3) — 2010, 2011, 2015
  • ფინალისტი (2) — 2009, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ru:Кубок Армении 1/4 финала ru. FFA.am. ციტირების თარიღი: 24 March 2013.
  2. ru:Армения. Высшая лига ru. FFA.am. ციტირების თარიღი: 24 March 2013.
  3. 12.07.11 "Пюник" 0 - 4 "Виктория" ru. FFA.am. ციტირების თარიღი: 24 March 2013.