კამიშინის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამიშინის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საკათედრო ტაძარი
კამიშინის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საკათედრო ტაძარი — რუსეთი
კამიშინის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 50°04′35″ ჩ. გ. 45°24′17″ ა. გ. / 50.07639° ჩ. გ. 45.40472° ა. გ. / 50.07639; 45.40472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3431017002
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

კამიშინის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საკათედრო ტაძარი (რუს. Никольский кафедральный собор) — მართლმადიდებლური ეკლესია ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ კამიშინში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1775-1825 წლებში. შენობას აქვს რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოგრადის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1771-1772 წლებში კამიშინში ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ამ პერიოდში რუსეთში ხალხს ასაფლავებდნენ ტაძრებსა და ეკლესიებში. ჭირის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქალაქის ხელისუფლებამ აკრძალა ქალაქის ეკლესიებთან მოსახლეობის დაკრძალვა. დასაკრძალავად სასაფლაოებზე გამოიყო სპეციალური ადგილი ქალაქ კამიშინთან ახლოს, სადაც ასაფლავებდნენ ჭირით გარდაცვლილებს. გამოყოფილ ადგილზე ააგეს ახალი ხის ეკლესია. იგი აკურთხეს 1775 წლის 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის სახელზე.

1824-1825 წლებში ხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გადააკეთეს ქვის ეკლესიად. ტაძარს ჰქონდა 13 მეტრიანი სამრეკლო და დახურული გალერეა. ტაძრის საერთო ფართობი იყო 339 კვადრატული მეტრი. იგი იტევდა 800 მორწმუნეს. ტაძრის შტატში ირიცხებოდა სამი მღვდელმსახური.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა XX საუკუნის დასაწყისამდე. 1909 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შენობის რეკონსტრუქციის შესახებ. შეადგინეს პროექტი, რომლის განხორციელებაც ვერ შედგა დაწყებული პირველი მსოფლიო ომისა და შემდეგ მომხდარი რევოლუციების გამო.

1933 წლამდე ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი ღვთისმსახურებას ისმენდა ძველ შენობაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ამ დროისათვის ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო მრევლის მიღება. 1933 წელს აქაც აკრძალეს ღვთისმსახურება, ხოლო ეკლესიის შენობაში განათავსეს ქლორის მასალების საწყობი. რამდენიმე წლის შემდეგ დაანგრიეს ეკლესიის სამრეკლო.

1944 წელს მოქალაქეებმა მიმართეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეზე გამართულ საბჭოს, რათა გაეხსნათ ტაძარი და ამავე წელს მიიღეს თანხმობა. 1944 წლის ზაფხულში დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. 1944 წლის ოქტომბერში გარემონტებულ ტაძარში დაიწყო ღვთისმსახურება. ამავე წლის 30 დეკემბერს ეკლესია აკურთხეს.

XX საუკუნის ბოლოს კვლავ გაიმართა შენობის რემონტი. 1980 წელს კვლავ ააშენეს სამიარუსიანი სამრეკლო, ხოლო 1985 წელს კვლავ დაკიდეს ზარები.

2000 წელს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გახდა საკათედრო, 2009 წელს დაამონტაჟეს 29 მეტრიანი გუმბათი და მოაოქროვეს ჯვარი. 2010-2011 წლებში ააგეს ახალი სამრეკლო.

ტაძრის წინამძღვარია ალექსი კუზნეცოვი. ტაძრის დღესასწაულია წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაული (22 მაისი და 19 დეკემბერი). ტაძართან მოქმედებს ხელოსნობისა და მრეწველობის საოჯახო ცენტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Краткие сведения о церквах Саратовской епархии, существующих при них причтах и о прихожанах»: приложение к «Саратовским епархиальным ведомостям» № 8-11, 17-24 за 1895 г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]