კამილა მორენო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კამილა მორენო
Camila Morrone in 2019.jpg
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1997 (1997-06-16) (24 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკა
მოქალაქეობა არგეტინა, ამერიკა
საქმიანობა
  • მოდელი
  • მსახიობი
აქტიური 2012-დღემდე
სამოდელო ინფორმაცია
სიმაღლე 1.75 [1]
თმის ფერი მუქი ქერა [1]
თვალის ფერი ყავისფერი [1]

კამილა რებეკა მორენო პოლაკი[2] (დ. 16 ივნისი, 1997, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკა)[3]ამერიკელები მოდელი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამილა მორენო დაიბადა 1997 წლის 16 ივნისს. ის არის არგენტინელ-ამერიკელი მოდელი და მსახიობი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჯეიმზ ფრანკოს გამოუქვეყნებელ ფილმში „ბუკოვსკი“. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში „Death Wish“ („სიკვდილის წყურვილი“) და „Never Goin Back“ („არასდროს დაბრუნდე“). ორივე ფილმის პრემიერა კი სანდენსის კინოფესტივალზე 2018 წლის იანვარში შედგა.

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამილა მორენო დაიბადა მსახიობების მაქსიმო მორონესა და ლუცილა პოლაკის ოჯახში. ისინი მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გადავიდნენ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში და განქორწინდნენ 2006 წელს [4]. ამის შემდეგ დედამისს ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა მსახიობ ალ პაჩინოსთან 2007 წლიდან. თუმცა ისინი არასოდეს დაქორწინებულან და ურთიერთობა გაწყვიტეს 2015 წელს, მორონე ალ პაჩინოს თავის მამინაცვალს უწოდებს [5]. კამილას დედა ყოფილი მოდელია. კამილა მორენომ დაამთავრა ბევერლი ჰილსის საშუალო სკოლა 2015 წელს, მას შემდგომ კამილა დედასთან ცხოვრობდა. [6]. კამილამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა ინსტაგრამის ანგარიშის მეშვეობით, სადაც მას 1,5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მან თავის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტოები მოდელებთან, როგორიცაა ჰეილი კლაუსონი და დევონ ვინდსორი.კამილა მორენოს მამა წარმოშობით ნახევრად იტალიელია, ასევე რუმინელი და ესპანელი. დედამისი კი ნახევრად აშკენაზი ებრაელი (მამის მხრიდან) და ნახევრად სლოვენიელი (დედის მხრიდან) წარმოშობით. კამილას ბაბუის წინაპრები ასევე იყვნენ უკრაინიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სამოდელო კარიერა დაიწყო 2016 წელს, როდესაც გამოჩნდა თურქული გამოცემის „Vogue“-ის გარეკანზე.

მორონეს დებიუტი კინოში შედგა ჯეიმს ფრანკოს 2013 წლის ფილმში „ბუკოვსკი“. იგი დაუბრუნდა აღნიშნულ პროფესიას 2018 წლის მოქმედ ფილმში „Death Wish“, სადაც მან ითამაშა ბრიუს უილისთან ერთად [7]. 2018 წელს მორონომ ითამაშა ავგუსტინ ფრიზელის სარეჟისორო სადებიუტო ფილმში „Never Goin 'Back“ [8][9]. აღნიშნული ფილმის პრემიერა შედგა 2018 წლის სანდენსის კინოფესტივალზე, მოგვიანებით კი გამოვიდა „A24“–ის მიერ [10]. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ სამსახიობო კარიერაზე უფრო გაამახვილებდა ყურადღებას ვიდრე სამოდელო საქმიანობაზე [11].

2019 წლის 18 ოქტომბერს, მორონემ მიიღო „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო სან დიეგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე [12].

2017 წლის ბოლოდან კამილა მორენო ხვდება მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც მასზე 23 წლით უფროსია [13]. ისინი პირველად 2017 წელს დააფიქსირეს და მათი რომანის შესახებ ცოტა რამ გახდა ცნობილი.

იგი ახლო მეგობარია ისეთი ცნობილი ადამიანების, როგორებიც არიან: კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი, ბელა ჰადიდი, ჰეილი ბოლდუინი და ორიანა საბატინი [14].

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2013 ბუკოვსკი
2018 სიკვდილის წყურვილი
2018 არასდროს დაბრუნდე
2019 მიკი და დათვი
2020 გოგონა ხეობიდან [15]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Camila Morrone. IMG Models. ციტატა: „Height: 5'9" (175cm) ... Hair color: Dark blonde. Eye color: Brown.“ ციტირების თარიღი: February 17, 2020. Requires clicking on measurements popup-link, top left.
  2. ¿Quién es la nueva novia de DiCaprio? / Who is DiCaprio's Girlfriend? Spanish. El Universal.
  3. Barbour, Shannon (January 5, 2020). „Everything You Wanted to Know About Leonardo DiCaprio and Camila Morrone's Controversial Relationship“. Cosmopolitan. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 5, 2020. ციტატა: „Camila made her grand entrance to the world during Gemini season in 1997“
  4. „Camila Morrone Is Not Reading Your Negative Comments on Instagram“. Vulture.
  5. Guthrie, Susannah (December 3, 2018). „Who Is Carmila Morrone? The 21-Year-Old Model Who's Stolen Leonardo DiCaprio's Heart“. Harper's Bazaar. Australia edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2019. ციტირების თარიღი: May 21, 2019.
  6. „Camila Morrone Is Not Reading Your Negative Comments on Instagram“. Vulture.
  7. N'Duka, Amanda (October 7, 2016). „Eli Roth's 'Death Wish' Adds Kimberly Elise and Camilla Morrone“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: October 18, 2016.
  8. Never Goin' Back. The Sundance Institute. ციტირების თარიღი: April 6, 2018.
  9. 2018 Sundance Film Festival: Feature Films Announced. The Sundance Institute (29 November 2017). ციტირების თარიღი: 6 April 2018.
  10. Kroll, Justin (7 March 2018). „A24 Lands Rights to Sundance and SXSWPic 'Never Goin' Back' (EXCLUSIVE)“. Variety. Penske Business Media. ციტირების თარიღი: April 6, 2018.
  11. Duboff, Josh (February 2020). „The Young and the Restless“. WSJ.: 89. ციტირების თარიღი: January 18, 2020.
  12. Night Of The Stars Tribute. San Diego International Film Festival (2019-09-18). ციტირების თარიღი: 2019-09-18
  13. თარგი:Cita noticia
  14. თარგი:Cita noticia
  15. Coggan, Devan. (April 15, 2020) Exclusive: Here's a, like, super rad look at the Valley Girl musical remake. ციტირების თარიღი: April 15, 2020.