კამერალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამერალიზმი (ლათ. camera — „კამერა“, „სახელმწიფო ხაზინა“) — მეცნიერება ქვეყნის ფინანსური მართვის შესახებ. პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ფულადი სახსრების დაგროვებას სახელმწიფოში თვითშენახვა მისაღწევად, მატერიალური წინაპირობების შესაქმნელად უნივერსალური, სულიერი სიკეთის მისაღწევად.

სახელი მომდინარეობს სიტყვიდან camera — დეპარტამენტი, რომელიც მმართველის კარზე არსებობდა, მართავდა მის აქტივებს და იღებდა ხარკს და კრეფდა გადასახადებს. დეპარტამენტის საქმიანობამ წარმოშვა Kameralwissenschaften ცოდნის მთელი სფერო. მე-18 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში, ხოლო მე-19 საუკუნიდან რუსეთში, კამერალისტიკის კათედრები გაჩნდნენ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდნენ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ დისციპლინებს.[1]

კამერალიზმი წარმოიშვა გერმანიის შედარებით ჩამორჩენილი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურიდან, რაც გამოწვეული იყო ოცდაათწლიანი ომის შედეგად (1618-1648). ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მას მოჰყვა, ასევე იყო სახელმწიფოში ღრმა პოლიტიკური განხეთქილების შედეგი.

კამერალიზმის მიზედვით სახელმწიფო ადმინისტრირებას ფუნქციონალური პრინციპით, ანუ თითოეულ ინსტიტუტს უნდა დაეკისროს მართვის საკუთარი განსაზღვრული სფერო. ცენტრალური რგოლი იყო ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც იყოფდნენ თანხების შეგროვების ორგანოებად, და ორგანოებად, რომლებიც ამ სახსრების კონცენტრაციითა და მათი გაცემით ხარჯებზე, და ბოლოს, ორგანოები, რომლებიც ახორციელებდნენ დამოუკიდებელ ფინანსურ აღრიცხვასა და ფინანსების კონტროლს.

პირველად ამ მოდელის შესახებ თავის ცნობილ ნაშრომში „გერმანიის სამთავრო სახელმწიფო“ 1656 წელს დაწერა ფეიტ ლუდვიგ ფონ ზეკენდორფმა. მისი იდეები განავითარეს მერკანტილიზმის ცნობილმა თეორეტიკოსებმა ჯ. ბეჩერმა, ფ. გერნიგმა და ვ. შრედერმა, რომლებიც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მთავარ ძრავად მიიჩნევდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო არის „ეკონომიკური პარტნიორობის“ მაგვარი, რომელიც უნდა ზრუნავდეს მის მოსახლეობაზე.

კამერალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო იოჰან ჰაინრიხ გოტლიბ ფონ იუსტი (1717-1771), რომლის მრავალი ნამუშევარი მიეძღვნა სწავლებას სახელმწიფოს შიდა მმართველობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ თითოეული ადამიანისა და მთელი საზოგადოების ბედნიერებისთკენ უნდა იყოს მიმართული. რადგან ეკონომიკური საქმიანობა კონკურენციას იწვევს, ადამიანებს ყოფს და ანაწილებს, სახელმწიფომ, როგორც სპეციალურმა სოციალურ-პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, თავის თავზე უნდა აიღოს მათი შეთანხმება.[2]

გერმანელი კამერალისტების თეორიებმა ნაყოფიერი ნიადაგი იპოვნეს იმდროინდელ გერმანიის ეკონომიკურ რეალობაში. შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის აღორძინების მთავარი იმპულსები მთავრებისა და მათი მთავრობების მხრიდან მოდიოდა.

გერმანული კამერალიზმი გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობის ზრდას, ვიდრე ევროპული მერკანტილიზმი. ამაზე გავლენას ახდებდა არა მხოლოდ ოცდაათწლიანი ომის შედეგები, არამედ გერმანელი მონარქების შიდა ფისკალური ორიენტაცია. მათ თითოეული ადამიანის პროდუქტიულობის ზრდა სახელმწიფო კეთილდღეობის ზრდის მთავარ საშუალებად მიაჩნდათ.[3]

კამერალისტული ზომები ასევე მოიცავდა საკუთარი მანუფაქტურების შექმნას, გარკვეული საქონლის იმპორტის აკრძალვას და ნედლეულის ექსპორტს, გარკვეულ პროდუქტებზე მაღალ საიმპორტო გადასახადებს, ხარისხის კონტროლს, იძულებითი შრომის გამოყენებას და ა.შ.

გამოჩენილი წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეორგ ობრეხტი (1547-1612)
  • ფეიტ ლუდვიგ ფონ ზეკენდორფი (1626-1692)
  • იოჰან იოახიმ ბეხერი (1635-1682)
  • ვილჰელმ ფონ შრედერი (1640-1699)
  • ჰანს კარლ ფონ კარლოვიცი (1645-1714)
  • პოლ იაკობ მარპერგერი (1656-1730)
  • იოჰან ჰენრიხ გოტლიბ ფონ იუსტი (1717-1771)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Monsen, Norvald (2002-02-01). "The Case for Cameral Accounting". Financial Accountability & Management. 18 (1): 39–72. doi:10.1111/1468-0408.00145. ISSN 1468-0408.
  2. Wakefield, Andre (2005). "Books, Bureaus and the Historiography of Cameralism". European Journal of Law and Economics (19).
  3. Wakefield, Andre (2005-05-01). "Books, Bureaus, and the Historiography of Cameralism". European Journal of Law and Economics. 19 (3): 318. doi:10.1007/s10657-005-6640-z. ISSN 0929-1261.