კამენაია-ბალკა (სადგომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარე სურათები
ქვედა კულტურული ფენის ქვის იარაღები კამენაია-ბალკა-2-დან
ძირითადი კულტურული ფენის ქვის იარაღები კამენაია-ბალკა-2-დან
ზედა კულტურული ფენის ქვის იარაღები კამენაია-ბალკა-2-დან
კამენაია-ბალკის სტრატიგრაფიული სქემა

კამენაია-ბალკა (რუს. Каменная балка) — ზედა პალეოლითის სადგომი, რომელიც მდებარეობს ხუტორ ნედვიგოვკასთან, მიასნიკოვის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აღნიშნული კომპლექსი განეკუთვნება ე. წ. კამენობალკურ კულტურას, რომელმაც სახელწოდება სწორედ ამ სადგომიდან მიიღო[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოჰყოფენ ორ არქეოლოგიურ მოედანს, რომელთაც ეწოდებათ კამენაია-ბალკა-1 (14,5 ათასი წელი ჩვენს ერამდე) და კამენაია-ბალკა-2 (15,5—16 ათასი წელი ჩვენს ერამდე).

კამენაია-ბალკა 1957 წელს აღმოაჩინა მარიანა გვოზდოვერმა. უკვე 1958 წლის დასაწყისიდან მასზე მუდმივი არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო როსტოვის პალეოლითურმა ექსპედიციამ და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის მუზეუმმა. მათ არექეოლოგიური გათხრები აწარმოეს 1971 წლამდე[2]. კამენაია-ბალკა-1-ის გამოკვლევა მიმდინარეობდა შესვენებებით 1957 წლიდან 2005 წლამდე. 1962 წელს მარაიანა გვოზდოვერმა აღმოაჩინა ახალი სადგომი კამენაია-ბალკა-3. 1990 წლიდან მარიანა გვოზდოვერის დაწყებული გამოკვლევა გააგრძელა სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქვემო დონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნინა ხაიკუნოვას ხელმძღვანელობით[2].

პრეისტორიულ სადგომს გააჩნია სამი კულტურული ფენა:

  • ქვედა კულტურული ფენა, რომლის სისქეცაა 10 სმ. ფენის ასაკი შეფასებულია 18—20 ათასი წლით.
  • ძირითადი კულურული ფენა, რომლის სისქეცაა 15-20 სმ. ფენის ასაკი შეფასებულია 13—15,7 ათასი წლით.
  • ზედა კულტურული ფენა, რომლის სისქეცაა 15-25 სმ. ფენის ასაკი შეფასებულია 12—13 ათასი წლით.

ყველაზე სრულყოფილადაა შესწავლილი კამენაია-ბალკა-2, რომლის კულტურული ფენების შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი ადგილები, სპეციალიზირებული სამეურნეო ზონები, კერები, არტეფაქტები და ცხოველთა ძვლები[1]. იარაღის კოლექციის ძირითად ნაწილს შეადგენს კამენობალკური კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ნიმუშები - ბლაგვკიდეებიანი ფირფიტები, გახვრეტილი ქვები, სფხეკები, კომბინირებული იარაღები, ხიშტები, ხვეწი და ანატკეცი ნივთები, დაკბილული იარაღი. ეს სადგომი არის კამენობალკური კულტურის საყრდენი საცხოვრისი, სადაც წარმოდგენილია სამი კულტურული ფენა, რომლებიც წარმოადგენენ ზედა პალეოლითის სამი სხვადასხვა პერიოდის დასახლებას.

ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით კამენობალკური კულტურა ძალიან ჰგავს იმერეთის კულტურის განვითარებულ ეტაპს, ხოლო მისი მეშვობით ახლო აღმოსავლეთის პალეოლითს[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Н.Б. Леонова, Е.А. Виноградова. Специфические скопления культурных остатков на верхнепалеолитической стоянке Каменная Балка 2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]