კამბუროვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამბუროვის სახლი
რუს. Дом Камбурова

მემორიალური დაფა სახლის კედელზე
კოორდინატები 47°13′01″N 38°55′43″E / 47.216943° ჩ. გ. 38.928655° ა. გ. / 47.216943; 38.928655
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის ბოლო

კამბუროვის სახლი (რუს. Дом Камбурова) — ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას. სახლის ფლიგელში ცხოვრობდა საზღვაო ოფიცერი პეტრე შმიდტი, ხოლო თავად სახლში - გენერალი პავლე რენენკამპფი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 102.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგში, ბერძნების ქუჩის 102-ში მდებარე პატარა ერთსართულიანი აგურის სახლი აგებულია მემკვიდრეობითი საპატიო მოქალაქის პავლე კამბუროვის (1817-1885 წწ.) ფინანსებით. სახლის ეზოში დგას ერთსართულიანი ასევე აგურის ფლიგელი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ პავლე კამბუროვი ცხოვრობდა სახლში ოჯახთან ერთად. 1880-იანი წლების ბოლოს სახლის მფლობელი გახდა ობერ-ოფიცერი ვასილი პაშუტინი. XX საუკუნის დასაწყისში სახლი გადავიდა ტიმოთე მერკულოვის ხელში. 1915 წლიდან სახლის მფლობელია ილია სილენკო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1925 წლამდე სახლი ეკუთვნოდა თედორე ტოველიუს.

ეზოში მდგა ფლიგელში 1890-1893 წლებში ოჯახთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რევოლუციონერი მოღვაწე, სევასტოპოლის 1905 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი პეტრე შმიდტი. ამავე სახლში ცხოვრობდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის ჩინეთში ლაშქრობის მონაწილე, რუსეთ-იაპონიის ომისა და პირველი მსოფლიო ომის გენერალი პავლე რენენკამპფი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ გენერალი დააპატიმრეს და გააგზავნეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. რენენკამპფი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს და დაბრუნდა ტაგანროგში, თავისი მეუღლის სამშობლოში. აქ იგი ცხოვრობდა სმოკოვნიკოვის გვარით. 1918 წლის მარტში გამოააშკარავეს. რევოლუციურმა ტრიბუნალმა არმიის ღალატისთვის გაასამართლა და სიკვდილი მიუსაჯა. რენენკამპფი დახვრიტეს 1918 წლის 1 აპრილს[1].

ამჟამად შენობაში განთავსებულია ორგანიზაცია „როსტექაგრო“. სახლის ფასადზე დაკიდულია მემორიალური დაფა, რომელზეც არსებული წარწერა გვატყობინებს, რომ აღნიშნულ სახლში 1890-1893 წლებში ცხოვრობდა პ. შმიდტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Залесский К. А. Кто был кто в Первой мировой войне. — М.: АСТ; Астрель, 2003. — 896 с. — 5000 экз. — ISBN 5-17-019670-9 (ACT); ISBN 5-271-06895-1 (Астрель).