კამარესის აკვედუკი


კამარესის აკვედუკი, ასევე ცნობილია როგორც ბექირ ფაშას აკვედუკი — აკვედუკი ლარნაკასთან ახლოს, კვიპროსი. იგი მდებარეობს ლარნაკის გარეთ, ლიმასოლისკენ მიმავალ ძველ გზასთან. მისი მშენებლობა 1747 წელს დაიწყო. ტასოს მიკროპულოსმა იგი აღწერა, როგორც ყველაზე გამორჩეული წყალმომარაგების სისტემა, რომელიც კვიპროსში აშენებულა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკვედუკი დაფინანსდა ებუბექირ ფაშას მიერ, რომელიც ლარნაკის ოსმალო გუბერნატორი იყო.[2] ნაგებობა 1939 წლამდე ფუნქციონირებდა და იგი 75 თაღისგან შედგება.[2][3][4]
აკვედუკის მშენებლობა 1747 წელს დაიწყო და 1750 წელს დასრულდა, რაც ჯამში 50 000 ქურუში დაჯდა და ეს თანხა ებუბექირ ფაშამ გადაიხადა.[2] უცხოელი მოგზაურები მას ხშირად მიიჩნევდნენ როგორც კვიპროსში ოსმალეთის პერიოდში აგებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს. 1754 წელს ალექსანდრე დრამონდმა აღნიშნა:
„ბექირ ფაშას პატივსაცემად, მე უნდა გაგიზიაროთ ამ მოხუცი ჯელტმენის საზოგადოებრივი სულისკვეთების მაგალითი. 1747 წელს, სანამ იგი ამ მიწის ფაშა იყო, მან განიზრახა კეთილშობილური გეგმა - წყალი მოეყვანა მდინარე არპერადან და გზად არსებული წყაროებიდან, რომლებიც აქედან დაახლოებით ექვსი მილის დაშორებით მდებარეობს, რათა მოემარაგებინა ლარნაკასა და სალინესის მოსახლეობა. ეს არის დიადი და კეთილი ადამიანის ნამუშევარი, რომელიც მას შესაძლოა 50 000 პიასტრზე ან 6 000 ფუნტზე მეტი დაუჯდა.[5]“ |

ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Drummond, Alexander (1754), „Travels Through Different Cities of Germany, Italy, Greece, and Several Parts of Asia etc.“, Cobham, Claude Delaval, Excerpta Cypria: Materials for a History of Cyprus, General Books LLC, ISBN 1-154-94001-2.
- Dubin, Marc; Morris, Damien (2002), The Rough Guide to Cyprus, Rough Guides, ISBN 1-85828-863-0.
- Li, H.; Duan, Zhongdong (2006), Structural Health Monitoring and Intelligent Infrastructure, Taylor & Francis, ISBN 0-415-39652-2.
- Michael, Michalis N.; Kappler, Matthias; Gavriel, Eftihios (2009), Ottoman Cyprus: A Collection of Studies on History and Culture, Otto Harrassowitz Verlag, ISBN 3-447-05899-4.
- Mikropoulos, Tassos A. (2008), Elevating and Safeguarding Culture Using Tools of the Information Society: Dusty traces of the Muslim Culture, Earthlab, ISBN 960-233-187-9.
- Yıldız, Netice (1996), "Aqueducts in Cyprus", Journal for Cypriot Studies (2/2): 89–111.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Michael, Kappler და Gavriel 2009, 147.
- 1 2 3 Mikropoulos 2008, 147.
- ↑ Li და Duan 2006, 50.
- ↑ Dubin და Morris 2002, 87.
- ↑ Drummond 1754, 252.