კამანის ხოცვა-ჟლეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კამანის ბრძოლა
აფხაზეთის ომი (1992-1993) ნაწილი
Kamani village.jpg
სოფელის კამანის ხედი, 2006 წელი
თარიღი 9 ივლისი 1993
მდებარეობა კამანი, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი
შედეგი ქართული ჯარის დამარცხება, აფხაზეთის მხარემ მოაწყო მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური ხოცვა
მხარეები
აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა აფხაზეთის რესპუბლიკა
Конфедера́ция го́рских наро́дов Кавка́за (КГНК).png კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია
საქართველოს დროშა საქართველო
მეთაურები
უცნობია ზაზა პაკელიანი
ძალები
500+ 23-ე ბრიგადის ნაწილები: ადგილობრივი მოხალისეები "კამანის ბატალიონი" 30; ბატალიონი "ბაგრატიონის" ოცეული.
დანაკარგები
უცნობია 30+ ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობის სრული გენოციდი

კამანის ხოცვა-ჟლეტა — აფხაზეთის ომის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც 1993 წლის 9 ივლისს აფხაზი სეპარატისტებისა და მათი თანამოაზრეების მიერ განხროციელებული იყო სოფელი კამანის სვანთა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა.

კამანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამანი — მცირე სოფელი, განლაგებული სოხუმის ჩრდილოეთით. სოფელი ძირითადად სვანებით იყო დასახლებული (ქართველების სუბეთნიკური ჯგუფი). აქ მდებარეობდა მართლმადიდებლური ეკლესია (წმინდა გიორგის სახელობის) და ქალთა მონასტერი, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ. 1993 წლის ივლისში აფხაზეთის რაზმებმა და მათმა თანამოაზრეებმა, ქართველთა წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევით, გაანადგურეს მთელი ჯარი[1]. 5 ივლისს მათ დაიწყეს სოფელ ახალშენზე, გუმასა და სოხუმის მუნიციპალიტეტის შრომაზე შტურმი, ხოლო 9 ივლისს დარტყმა კამანზე განახორციელეს.

მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამანი საკაოდ გამაგრებული სოფელი იყო ადგილობრივების მიერ. დანაყოფი რომელიც სოფელს იცავდა ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა, რომლის მეთაური იყო ზაზა აკელიანი. დანაყოფს ეხმარებოდა ბატალიონ ბაგრატიონის ოცეულიც. ბრძლები კამანში 5 ივლისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდა. სოფელს კონფედერატთა რაზმები და აფხაზი სეპარატისტები უტევდნენ ჯამში ხუთას მებრძოლზე მეტი. მიუხედავად სიმცირისა კამანის დაცვამ საკმაოდ მედგარი წინაამღდეგობა გაუწია მტერს და რომ არა მოწყვეტილი მდებარეობა ბრიგადის მთავარი ძალებისაგან მტერი მის აღებას გამოუსწორებელი ზარალის გარეშე ვერ მოახერხებდა. 9 ივლისის საღაოსთვის მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. ამის შემდეგ მალევე აფხაზებმა და მათმა თანამოაზრეებმა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. ორი დღის განმავლობაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ ნაწვალები, გაუპატიურებულები და განადგურებულები[2]. კამანის ტაძარი და ქალთა მონასტერი სისხლისღვრის ადგილი გახდა[2]. მონაზვნები იყვნენ გაუპატიურებულები და ამის შემდეგ მოკლულნი ქრისტიანული მრევლის, მამა იური ანუას და ქალთა მონასტრის ზედამხედველის მამა ანდრეას წინაშე. მონაზვების წამების ყურების შემდეგ ქართველი სამღვდელოება დაიჭირეს და ეკლესიის გარეთ დაჩოქილები დაკითხეს.

კამანის მონასტერი
ვიკიციტატა
„მათ კითხეს მამა ანდრეას აფხაზეთის მიწის მფლობელობის შესახებ. მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. მათ კიდევ ერთხელ იკითხეს და როგორც იქნა ის დანებდა და თქვა: "აფხაზეთი ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის ეკუთვნის ღმერთს". ამის შემდეგ მათ იგი დახვრიტეს. მანამდე ისინი ცდილობდნენ მებრძოლი ახალგაზრდა აფხაზისათვის, სახელად დაუდ (დავითი) მღვდელი მოეკვლევინებინათ. ის არ დათანხმდა და მოკლული იყო ქართველი მღვდლის გვერდით. მათ მიატოვეს გვამები ეკლესიის მახლობლად და წავიდნენ[3].“

აფხაზებისა და მათი მოკავშირეების მიერ ამ სტრატიგიული ოლქის აღების შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე, რომელიც ამ დროისათვის უკვე ალყაშემორტყმული იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dov Lynch, The Conflict in Abkhazia: Dilemmas in Russian 'Peacekeeping' Policy, 1998 ISBN 1862030278
  2. 2.0 2.1 Conflict in the Caucasus: Georgia, Abkhazia, and the Russian Shadow by S. A. Chervonnaia and Svetlana Mikhailovna Chervonnaia, p 51
  3. UN report on Human Rights violation during the Georgian-Abkhaz conflict, Video interview with the survivor of the Massacre, recorded by UNAMIG in Tbilisi, 1995