კალცეფობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კალცეფობები (ლათ. calx ნათესაობითი ბრუნვა calcis — კირი და ბერძ. phobos — შიში) — მცენარეები, რომლებიც გაურბიან კირით მდიდარ ნიადაგებს (თუ სხვა სუბსტრატს) და კარგად ხარობენ მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგებზე. როდესაც კალციუმის მოქმედება გაწონასწორებულია წყალბადიონების შესაბამისი კონცენტაციით (pH < 5,7), მაშინ კალცეფობებს კალციუმით მდიდარ ნიადაგებზეც შეუძლია არსებობა. კალცეფობებია ტორფის ხავსები, წყლის ბამბა, ბუერა, დროზერა და სხვა. შეადარეთ კალცეფილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]