კალჩაკის ხეობა
კალჩაკის ხეობა (ესპ. Valles Calchaquíes) — რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში. კვეთს კატამარკის, ტუკუმანის და სალტის პროვინციებს. ხეობა ძალზე ცნობილია თავის ფერთა კონტრასტით და უნიკალური გეოგრაფიული ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს როგორც მთის უდაბნოებს, ასევე სუბტროპიკულ ტყეებს.
ხეობა შედგება მრავალი სხვა დასახელების ხეობისა და მდინარისგან, მაგალითად კებრადა-დელ-ტოროს ხეობა, ლერმას ხეობა ქალაქ სალტის სიახლოვეს. მდინარეები: ესკოპიო, კონჩასი, კაფაიატე, სანტა-მარია და ა.შ.
ერთ დროს ეს ხეობა მრავალი ტომით იყო დასახლებული. ტუკუმანის პროვინციის ტერიტორიაზე აღმოჩენილია კილმესის ხალხის ნანგრევები. აქ ასევე ცხოვრობდნნენ კალჩაკები. ამ ტერიტორიაზე ესპანელთა მსოვლამდე, ადგილობრივები განიცდიდნენ ინკების იმპერიის სასტიკ შემოსევებს.
აქ მდებარე ტურისტებში პოპულარული ქალაქებია ტაფი-დელ-ვალე, კაფაიატე, სანტა-მარია. ხეობის დასავლეთ კიდეში მდებარეობს ლოს-კარდონესის ეროვნული პარკი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კაჩი
-
კებრადა-დე-ლას-ფლეჩასი
-
ტური კებრადა-დე-ლას-კონჩასზე
-
გარგანტა-დელ-დიაბლო
-
ვენახები კაფაიანტეში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ესპანური) სალტის ტურისტული ოფისი დაარქივებული 2007-07-02 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) ტუკუმანის ტურისტული ოფისი დაარქივებული 2009-12-29 საიტზე Wayback Machine.
- არგენტინის ტურიზმის საბჭო დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- არგენტინის ჩრდილო-დასავლეთი დაარქივებული 2011-05-31 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Entre Quilmes y Calchaquíes
- კალჩაკის ხეობის ფოტოები დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.