კალმარის კოქტეილი
| ტიპი | კოქტეილი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| წარმოშობის ადგილი | ამერიკის შეერთებული შტატები |
| რეგიონი | მასაჩუსეტსი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
| მთავარი ინგრედიენტები |
კალმარი |
კალმარის კოქტეილი (ინგლ. Squid cocktail) ― ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძი, რომელსაც ორდ’ივრად (აპეტაიზერი) მიირთმევენ. ის კრევეტების კოქტეილს წააგავს, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი კრევეტის ნაცვლად კალმარია.
1969 წელს შეერთებულ შტატებში კალმარის კოქტეილი ერთ-ერთი ისეთი კერძი იყო, რომელიც თევზის დეფიციტის პერიოდში ერთგვარ შემცვლელად გამოიყენებოდა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს კალმარის მარტივად გასასუფთავებელი მოწყობილობა და კვლევისთვის 70 კაციან დეგუსტატორთა ჯგუფს წარუდგინეს მისი კოქტეილი, შემწვარი რგოლები და წვნიანი.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში კალმარი პოპულარული არ იყო, ის თითქმის მხოლოდ აზიურ რესტორნებში იყიდებოდა და გამოკითხვებმა კალმარის მიმართ საზოგადოების ნეგატიური აღქმა გამოავლინა,[3] დეგუსტატორთა ჯგუფმა კერძებს მაღალი შეფასება მიანიჭა.[4][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (October 1974) Aquatic Sciences and Fisheries Abstracts. Information Retrieval Ltd.. ციტირების თარიღი: 20 April 2013.
- ↑ United States. National Oceanic and Atmospheric Administration (1974). National Oceanic and Atmospheric Administration. Office of Public Affairs, National Oceanic and Atmospheric Administration; for sale by the Supt. of Docs., U.S. Govt. Print. Off.. ციტირების თარიღი: 20 April 2013.
- ↑ (December 1978) Protein resources and technology: status and research needs. Avi Pub. Co.. ISBN 978-0-87055-249-6. ციტირების თარიღი: 20 April 2013.
- ↑ Reed Business Information (21 March 1974). New Scientist. Reed Business Information, გვ. 764–. ციტირების თარიღი: 20 April 2013.
- ↑ (1974) Using the seas to serve people: a report on the Massachusetts Institute of Technology Sea Grant Program, 1 July 1973 to 30 June 1974. Massachusetts Institute of Technology Sea Grant Program. ციტირების თარიღი: 20 April 2013.