კალიუმის ჰიპოქლორიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიუმის ჰიპოქლორიტი
კალიუმის ჰიპოქლორიტი: ქიმიური ფორმულა
კალიუმის ჰიპოქლორიტი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაკალიუმის ჰიპოქლორიტი
ქიმიური ფორმულაKClO
მოლური მასა90.55 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.160 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−2 °C
დუღილის ტემპერატურა102 °C

კალიუმის ჰიპოქლორიტიარაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით . არის წყალში ხსნადი, ღია ნაცრისფერი ფერისა და ძლიერ დამახასიათებელი ქლორის მსგავსი სუნის მქონე ნივთიერება. გამოიყენება როგორც სადეზინფექციო საშუალება.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღება კალიუმის ჰიდროქსიდისა და ქლორის რეაქციით:[1]

ეს არის ტრადიციული მეთოდი, პირველად გამოიყენა კლოდ ლუი ბერთოლემ 1789 წელს.[2]

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატრიუმის ჰიპოქლორიტის მსგავსად, კალიუმის ჰიპოქლორიტიც გამაღიზიანებელია. მან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაზიანება კანთან, თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტის დროს.[3] მისი ორთქლის ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფილტვების შეშუპება. მაღლი კონცენტრაციით მიღება შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს.[4]

კალიუმის ჰიპოქლორიტი არ განიხილება, როგორც ხანძარსაშიში ან ასაფეთქებელი ნივთიერება.[4] თუმცა, მას შეუძლია აფეთქდეს გარკვეულ ქიმიკატთან შერევის დროს როგორებიცაა: შარდოვანა, ამონიუმის მარილები, მეთანოლი, აცეტილენი და ბევრი სხვა ორგანული ნაერთი. გაცხელებისას შეუძლია წარმოქმნას ტოქსიკური ქლორის აირი.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Uri Zoller, Paul Sosis Handbook of Detergents, Part F: Production. CRC Press, გვ. 452. ციტირების თარიღი: 4 May 2016. 
  2. Helmut Vogt; Jan Balej; John E. Bennett; Peter Wintzer (2007), „Chlorine Oxides and Chlorine Oxygen Acids“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry (7th რედ.), Wiley, p. 2
  3. , Environmental Protection Agency.2 March 2011.
  4. 4.0 4.1 Material Safety Data Sheet: Potassium Hypochlorite. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 15 September 2014.
  5. Potassium Hypochlorite. ციტირების თარიღი: 15 September 2014.