კალიუმის ჰიდროქსიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიუმის ჰიდროქსიდი
კალიუმის ჰიდროქსიდი: ქიმიური ფორმულა
კალიუმის ჰიდროქსიდი__ K+     __ OH
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაკალიუმის ჰიდროქსიდი
ტრადიციული სახელწოდებაკაუსტიკური პოტაში
კალიუმის ჰიდრატი
ქიმიური ფორმულაKOH
მოლური მასა56.11 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე2.044 (20 °C-ზე) გ/სმ³[1]
2.12 (25 °C-ზე)[2][3] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა360[4] °C
დუღილის ტემპერატურა1327 [3] °C
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.)-425.8[2][5] კჯ/მოლი
ქიმიური თვისებები
pKa−0.7[6]

კალიუმის ჰიდროქსიდი — ქიმიური ნივთიერება ფორმულით KOH. არის თეთრი ფერის, არაგამჭვირვალე, მყარი, კრისტალური, წყალში კარგად ხსნადი ტუტე ლითონის ჰიდროქსიდი. წყალში გახსნისას გამოჰყოფს დიდი რაოდენობით სითბოს. წყალხსნარებში ის მთლიანად დისოცირდება და წარმოადგენს ძლიერ ტუტეს. ამჟღავნებს ფუძის ყველა თვისებას, ჰაერზე შთანთქავს ტენსა და ნახშირბადის დიოქსიდს, ამის გამო კომერციული ნიმუშების უმეტესობა არის დაახლოებით, 90% სისუფთავის, დანარჩენი ნივთიერებები წყალი და კარბონატებია. მოლეკულაში ჟანგბადი ერთი ბმით უკავშირდება წყალბადს, ხოლო მეორეთი კალიუმის ატომს.[7] კალიუმის ჰიდროქსიდი ურთიერთქმედებს ინდიკატრებთან, იისფერ ლაკმუსს ალურჯებს, ხოლი უფერო ფენოლფთალეინს ჟოლოსფრერ შეფერილობას აძლევს.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიუმის ჰიდროქსიდი მიიღება, მეტალურ კალიუმზე ან მის ოქსიდზე წყლის მოქმედებით.[7]

2K + 2H2O → 2KOH + H2

სამრეწველო მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიუმის ჰიდროქსიდის სამრეწველო მიღების ძირითადი მეთოდია, მისი ქლორიდის წყალხნარის ელექტროლიზი:

2KCl + 2H2O → H2 + 2KOH + Cl2

კათოდური და ანოდური არე გამოყოფილია ფორებიანი დიაგრამით (ქლორი არ უნდა შეერიოს ტუტეებს, რადგან მასთან ურთიერთქმედებს), რომელიც უზრუნველყოფს დენის გადატანას, კათოდურ არეში არსებულ ხსნარის აორთქლებისას მიიღება ტუტეები.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიუმის ნაერთებიდან მნიშვნელოვანია მათი ჰიდროქსიდი- KOH. ისინი თეთრი, გამჭვირვალე, ძლიერ ჰიგროსკოპული კრისტალური ნივთიერებაა. ლღვება შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, tლღ(KOH)=3600C. გავარვარებისას_14000C-ზე დუღან და ქროლდებიან დაშლის გარეშე. წყალში კარგად იხსნებიან, ამ დროს ჰიდრატების წარმოქმნის გამო დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტუტეები რეაგირებს მჟავა ოქსიდებთან.
2KOH + SiO2 → K2SiO3 + H2O
KOH + CO2 → KHCO3
  • ნეიტრალიზაციის რეაქცია ფუძის და მჟავის ექვივალენტური რაოდენობების ურთიერთქმედებისას.
KOH + HCl → KCl + H2O
  • ურთიერთქმედება სხვადასხვა მარილის ხსნარებთან.
2KOH + CuSO4 → Cu(OH)2 + K2SO4

კალიუმის ჰიდროქსიდის დისოციაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალიუმის ჰიდროქსიდი ძლიერი ტუტეა. ის წყალში სრულად დისოცირდება კალიუმის კატიონად და ჰიდროქსიდის ანიონად.

KOH → K + + OH-

ახასიათებთ ფუძეების ყველა თვისება

  • კალიუმის ჰიდროქსიდის მინის ან ფაიფურის ჭურჭელში გალღობა არ შეიძლება, ვინაიდან იწვევს მათ დაშლას.(მისი გალღობა შეიძლება რკინის, ნიკელის ან ვერცხლის ჭურჭელში)

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მას იყენებენ რბილი საპნების წარმოებაში. კალიუმის ჰიდროქსიდის საპონი უფრო რბილია, ვიდრე ნატრიუმის ჰიდროქსიდის. მისი სირბილესა და კარგად ხსნადობის გამო, საჭიროებს უფრო მეტ წყალს გასუფთავების დროს.[8]
  • ის ასევე დარეგისტრირებულია როგორც საკვები დანამატი E525. FDA-ის მიხედვით, როგორც საკვები დანამატი, უსაფრთხოა კარგი საწარმოო გამოყენების პირობებში.[9]
  • გამოიყენება მეთანის მისაღებად.
  • გამოიყენება ბატარეების წარმოებაში.[10][11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lide, D. R., ed. (2005). CRC Handbook of Chemistry and Physics (86th ed.). Boca Raton (FL): CRC Press. p. 4-80. ISBN 0-8493-0486-5.
  2. 2.0 2.1 potassium hydroxide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 May 2014. ციტირების თარიღი: 8 May 2018.
  3. 3.0 3.1 Eintrag zu Kaliumhydroxid დაარქივებული 2019-10-06 საიტზე Wayback Machine. in der GESTIS-Stoffdatenbank des IFA, abgerufen am 10. Januar 2017.
  4. A18854 Potassium hydroxide. Thermo Fisher Scientific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2015. ციტირების თარიღი: 26 October 2015.
  5. Zumdahl, Steven S. (2009). Chemical Principles 6th Ed.. Houghton Mifflin Company, გვ. A22. ISBN 978-0-618-94690-7. 
  6. Popov, K.; et al. (2002). 7Li, 23Na, 39K and 133Cs NMR comparative equilibrium study of alkali metal cation hydroxide complexes in aqueous solutions. First numerical value for CsOH formation“. Inorganic Chemistry Communications. 3 (5): 223–225. doi:10.1016/S1387-7003(02)00335-0. ISSN 1387-7003. ციტირების თარიღი: October 20, 2018.
  7. 7.0 7.1 Schultz, Heinz; Bauer, Günter; Schachl, Erich; Hagedorn, Fritz; Schmittinger, Peter (2005). „Potassium Compounds“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim, Germany: Wiley-VCH. DOI:10.1002/14356007.a22_039. ISBN 978-3-527-30673-2. 
  8. K. Schumann (2005). „Soaps“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. DOI:10.1002/14356007.a24_247. ISBN 978-3527306732. 
  9. Compound Summary for CID 14797 - Potassium Hydroxide. PubChem.
  10. D. Berndt (2005). „Batteries“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. DOI:10.1002/14356007.a03_343. ISBN 978-3527306732. 
  11. Toyota Prius Hybrid 2010 Model Emergency Response Guide. Toyota Motor Corporation (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20.